LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 ვარსკვლავი, რომელმაც დიეტაზე უარი თქვა (ფოტო)

413

შოუბიზნესის წარმომადგენლებისთვის გარეგნობაზე ზრუნვა მთავარი ამოცანაა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მათგანი სასურველი ფორმებისთვის უამრავ ფულსა და ენერგიას ხარჯავს, არიან ისეთებიც, რომლებსაც საზოგადოებრივი აზრი არ ადარდებთ და რომელთათვისაც დიეტა მიუღებელია.

მაშ ასე, ვარსკვლავები, რომლებმაც დიეტაზე უარი თქვეს:

ვინ დიზელი

როცა 2015 წელას ვინ დიზელი  ნახევრადშიშველი გამოჩნდა პაპარაცებთან, ბევრი ვერ იჯერებდა, რომ ეს ნამდვილი ფოტო იყო. დიზელი საგრძნობლად იყო მომატებული წონაში, რაც თავად არ ადარდებდა. აღმოჩნდა, რომ დიზელი მარტივად იმატებს წონაში, თუმცა, ახალი როლისთვის მზადების პროცესში ფორმაში ჩადგომაც არ უჭირს.

კრისტიან ბეილი

კარიერის მანძილზე მსახიობმა რამდენჯერმე მოიმატა წონაში. მაგალითად ფილმისთვის „მემანქანე“ ბეილიმ 55 კილოგრამი დაიკლო, ხოლო „ბეტმენის“ გადაღებებისთვის, 45 კილოგრამი მოიმატა.

 

რიანა

ბოლო დროს მომღერალმა საგრძნობლად მოიმატა წონაში. მიუხედავად იმისა, რომ მას ზედმეტი 10 კილოგრამი აქვს, ის არ ერიდება ღია სამოსში გამოჩენას.

ნელი ფურტადო

მომერალმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მუსიკალურ სამყაროს უბრუნდება და მაყურებელი გააოცა, როცა სცენაზე წონაში საგრძნობლად მომატებული გამოვიდა. ამბობენ, რომ ამის წონაში მატებას ხელი სტრესმა შეუწყო. მომღერალი მეუღლეს დაშორდა, რომლის გამოც თავის დროზე კარიერა მიატოვა.

კეშა

მომღერალი ამბობს, რომ მისი პროდიუსერი და ყოფილი ბოიფრენდი მას გამუდმებით დასცინოდნენ „ცუდი ფორმების“ გამო. მეგობარ მამაკაცთან დაშორების შემდეგ კი, ვარსკვლავს სურს ასე გამოიყურებოდეს.

ჯენიფერ ლავ ჰიუიტი

მსახიობმა წონაში მას მერე მოიმატა, რაც ორი შვილი გააჩინა. ამბობს, რომ ახლა თავს უფრო კომფორტულად გრძნობს და გახდომას არ აპირებს.

სტივენ სიგალი

მსახიობი არასოდეს იყო გამხდარი, თუმცა ფიზიკური აქტივობის დამსახურებით ყოველთვის შეუდარებლად გამოიყურებოდა. ახლა სიგალი 130 კილოგრმას იწონის, რაც მის სიმაღლესთან მიმართებაში ზედმეტად ბევრია, თუმცა თავად მსახიობს ეს არ ადარდებს.

ჯესიკა სიმპსონი

კარიერის დასაწყისში მომღერალი მოდელივით გამოიყურებოდა. ახლა კი საგრძნობლად მომატებულია. ბოლო წლების განმავლობაში მან ბევრჯერ დაიკლო და მოიმატა, რაც იმას ნიშნავს, რომ არც ახლანდელი შედეგია საბოლოო.

 

ბრენდან ფრეიზერი

მსახიობმა მტკივნეულად გადაიტანა განქორწინება, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ცუდად აისახა.

 

კელი კლარკსონი

მომღერალმა მშობიარობის შემდეგ საგრძნობლად მოიმატა წონაში. ამის მიუხედავად ის ამტკიცებს, რომ თავს ბედნიერად გრძნობს და გახდომას არ აპირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები