LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 ვარსკვლავური სახლი, სადაც ცხოვრება ნამდვილ ზღაპარს ჰგავს (ფოტო)

594

ყველა ჩვენგანის ოცნებაა, სახლი მაქსიმალურად კომფორტული და მყუდრო იყოს. ზოგისთვის სიმყუდროვეს ავეჯი ქმნის, ზოგისთვის უმთავრესი ხედია, ხოლო ზოგსაც – გადატვირთულ ინტერიერს ცარიელი ოთახები ურჩევნია. განსხვავებულად ფიქრობენ მსოფლიო ვარსკვლავებიც. ჩვენ შევარჩიეთ 10 ვარსკვლავური სახლი, სადაც ცხოვრება ნამდვილ ზღაპარს ჰგავს.

 

რიანას სახლი ბევერლი-ჰილზში

საფრენი სიმაღლიდან ის კუნძულზე განთავსებულ სახლს მოგაგონებთ, სადაც დიდი აუზი და შეზლონგები სწორედ ასეთ ატმოსფეროს ქმნის. რიანა ხშირად ატარებს დროს ბარბადოსშიც, სადაც მისი სახლი უფრო კლასიკურია.

 

 

ლეიდი გაგას სახლი მაიამიში

გარეგნულად ეს ფეშენებელული სახლი საერთოდ არ შეესაბამება ეპატაჟური მომღერლის იმიჯს. რეალურად კი ეს მხოლოდ ფასადია, რადგან შიგნით სახლი ნამდვილ გასართობ ცენტს მოგაგონებთ.

 

 

ჯულია რობერთსის სახლი ჰავაიზე

როგორც ბუნების აქტიური დამცველი, ჯულია რობერთსის სახლიც პასუხობს მსახიობის ამ პრინციპს. სახლის სახურავი შიფერითაა დახურული, ხოლო იატაკი, ბამბუკით.

 

 

 

ჯონ ტრავოლტას სახლი ფლორიდაში

ტრავოლტა ავიაციის დიდი მოყვარულია. შესაბამისად მის სახლში ბევრ აქსესუარს მიაგნებთ, რომელიც მსახიობის ამ გატაცებას ეხმიანება. საფრენი სიმაღლიდან სახლი ავიატერმინალს ჰგავს.

 

 

ნიკოლას ქეიჯის სახლი ლოს-ანჯელესში

ნიქოლას ქეიჯი არქიტექტურითაა გატაცებული. მის სახლში ძველი, ანტიკური ნივთების უდიდეს კოლექციას შეხვდებით.

 

 

მელ გიბსონის სახლი გრინვიჩში

ეს სახლი შუა საუკუნეების საგრაფოს მოგაგონებთ. როგორც ისტორიის დიდი მოყვარული, ოსკაროსანი მსახიობი, ცდილობს ეს ატმოსფერო საკუთარ სახლშიც შექმნას.

 

 

 

ბიონსესა და ჯეი-ზის სახლი ახალ ორლეანში

მუსიკოსების სახლი მინიმალისტურადაა დატვირთული ავეჯითა და აქსესუარებით. სამაგიეროდ ყველა ნივთი, რომელსაც სახლში შეხვდებით, საკმაოდ ძვირია.

 

 

გარი ოლდმანის სახლი ლოს-ანჯელესში

ოლდმანი ხელოვნების დიდი თაყვანისმცემელია და მის სახლიც გემოვნებით გამოირჩევა. გარედან ის ეგზოტიკურ ბაღს მოგაგონებთ, ინტერიერი კი ნამდვილი კლასიკური სტილისაა.

 

 

ნაომი ქემბელის სახლი თურქეთში

ნაომი ქემბელის ეკო-სახლი კლეოპატრას კუნძულზეა განლაგებული. სახლი ფრენის სიმაღლიდან მთას მოგაგონებთ და ის ისეა მოწყობილი, რომ მაქსიმალურად ინახავს მზის ენერგიას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები