LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 წლის აუტისტი გოგონას სიმღერამ მსოფლიო აატირა (ვიდეო)

205

10 წლის აუტისტი გოგონას სიმღერამ 3 დღეში 170 ათასი ნახვა დააგროვა. ირლანდიელმა კეილი როჯერსმა “კილარდ ჰაუსის” კოლეჯიდან სასკოლო კონცერტზე ცნობილი ჰიტი „ჰალილულია” შეასრულა. „ბიბისი”–სთვის მიცემულ ინტერვიუში კეილის დედამ განაცხადა, რომ მის შვილს მუსიკალური ნიჭის განვითარებაში დიდი როლი მუსიკის მასწავლებელმა, ლოიდ სკეიტსმა შეასრულა.

სკოლის დირექტორმა კოლინ მილერმა ITV-ისთვის მიცმულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ კეილი სკოლაში მისვლის პირველ წელს ძალიან მორიდებული იყო და კომუნიკაცია უჭირდა. დღეს კი მას მთელი მსოფლიო იცნობს. ვიდეომ  ფეისბუქზე და იუთუბზე უამრავი ნახვა და კომენტარი დააგროვა. ხალხი წერს, რომ ამ საოცარი ვიდეოს ნახვის შემდეგ ცრემლების შეკავება ძნელია.

[fbvideo link=”https://www.facebook.com/nicholabrotherston.martin/videos/10210433034769819/” width=”600″ height=”400″ onlyvideo=”1″]

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები