LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 ყველაზე ემოციური ფილმი დედაშვილობაზე

3919

დედებისა და შვილების ურთიერთობაზე გადაღებული ფილმები არასოდეს კარგავს აქტუალურობას. ჩვენ შევარჩიეთ 10 კინოსურათი, რომელიც ამ საოცარი სიყვარულის ამბავს კიდევ უფრო ემოციურად გვიყვება.

 

აგვისტო: ოსეჯის საგრაფო

მამის გაუჩინარების შემდეგ სამი და მშობლიურ სახლში ბრუნდება, რათა დედას დაკარგული მამის მოძებნაში დაეხმაროს. ფილმი ოჯახის წევრების რთულ ურთიერთობაზე მოგვითხრობს, სადაც  მსახიობთა შეუდარებელი გუნდი თამაშობს. სურათში მთავარ როლებს მერილ სტრიპი, ჯულიეტ ლუისი, ჯულია რობერთსი და ებიგეილ ბრესლინი ასრულებენ.

სტელა

საოცრად ემოციური ფილმი დედისა და საყვარელი ქალიშვილის ურთიერთობაზე. სტელა მარტოხელა დედაა, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რათა ქალიშვილს არაფერი მოაკლოს. მაშინ, როცა მზრუნველი დედა სამსახურიდან ვერ გამოდის, გოგონას ცხოვრებაში მამა გამოჩნდება. სიუჟეტის მიხედვით, შვილი სულ უფრო მეტად უახლოვებდა მამის ახალ ოჯახს. მხოლოდ ფილმის ბოლოს ვარკვევთ, რომ დედისა და შვილის სიყვარული ყველა წინააღმდეგობაზე წინ დგას. ფილმში მთავარ როლს ბეტ მიდლერი ასრულებს.

ბავშვები კარგად არიან

ფილმი და-ძმის შესახებ გვიყვება, რომლებიც ქვეყანას ხელოვნური განაყოფიერების გზით მოევლინენ. ერთ მშვენიერ დღეს ისინი გადაწყვეტენ გაიგონ, ვინაა მათი ნამდვილი მამა. ფილმში მთავარ როლებს ანეტ ბენინგი, ჯულიანა მური და მარკ რუფალო ასრულებენ.

დედინაცვალი

შვილები ვერ ეგუებიან იმ ფაქტს, რომ მამას ახალი ცოლი ჰყავს, თუმცა პარალელურად ირკვევა, რომ დედა განუკურნებელი სენითაა ავად. ფილმი დიდი ოჯახის სკმაოდ რთულ და პრობლემებით სავსე ურთიერთობაზე. ადამიანურ ღირებულებებზე, ქალურ თანაგრძნობასა და შვილების სიყვარულზე. სუზან სარანდონისა და ჯულია რობერთსის ეს დუეტი ნამდვილად არ დაგტოვებთ იმედგაცრუებულს.

ჩემი დიდი ბერძნული ქორწილი

კინოსურათში მთავარი აქცენტი არაა დედისა და ქალიშვილის ურთიერთობაზე, თუმცა ფილმში განვითარებული მოვლენების საკვანძო მომენტები სწორედ ამა თემას უკავშირდება. კომედიური ჟანრის ფილმში  შეხვდებით დედისა და ქალიშვილის საინტერესო დიალოგებს და დარწმუნდებით, რომ არა დედა, დიდი ბერძნული ქორწილიც არ იქნებოდა.

მთვარის გავლენის ქვეშ

მომხიბვლელი შერი ფილმში იტალიელი გოგონას როლს ასრულებს, რომელსაც მალე ქორწილი აქვს. მანამ,  სანამ საქმრო იტალიაში მშობლებთან იმყოფება, შერის გმირს საქმროს ძმა უყვარდება. ფილმში  დედას საკვანძო როლი აქვს და მხოლოდ ფინალიდან ვიგებთ, რომ ის ქალიშვილის ბედნიერებისთვის ყველაფერზე მიდის.

სადაც გნებავთ, ოღონდ აქ არა

ფილმი დედისა და შვილის რთულ ურთიერთობაზე მოგვითხრობს. დედა, რომლის როლსაც სუზან სარანდონი ასრულებს, გლამურული ცხოვრებისკენ ისწრაფვის, ნატალი პორტმანის გმირი კი უნივერსიტეტში ჩაბარებაზე ოცნებობს. ერთი შეხედვით დედა-შვილი განსხვავდებიან ერთმანეთისგან, სინამდვილეში კი ძალიან ჰგვანან ერთმანეთს.

პატარა ქალბატონები 

ფილმი ლუიზა მეი ოლკოტის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვითაა გადაღებული. ოთხი დის ისტორია, რომლებიც სამოქალაქო ომის დროს დედასთან ერთად ურთულეს პერიოდს გადიან. სიძნელეების მიუხედავად, დედა ცდილობს გოგონებს არაფერი მოაკლოს და მათ ცხოვრება კიდევ უფრო გაულამაზოს.

შემოდგომის სონატა

ინგმარ ბერგამნის კლასიკად ქცეული კინოსურათი. ფილმი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული დედისა და ქალიშვილის ურთიერთობაზე გვიყვება. დედა ცნობილი პიანისტია, ხოლო ქალიშვილი მოკრძალებული და კეთილი ადამიანი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პატარა დას უვლის. ინგმარ ბერგმანს ფილმში დედებისა და შვილების ურთიერთობის ყველაზე მტკივნეული მომენტები გამოაქვს.

მამა მია

ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიუზიკლი მერილ სტრიპის მონაწილეობით. აბბას ლეგენდარულ მუსიკაზე აგებული ეს საოცრად ლამაზი ფილმი დედისა და შვილის ისტორიას გვიყვება. მიუხედავად იმისა, რომ აქ იუმორი და მუსიკა მეტია, ვიდრე  იმეგდგაცრუება, დედის თავგანწირული სიყვარული შვილის მიმართ მაინც უკონკურენტოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები