LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

100 ათასი დღე-ღამეში: ნეიმარის ფულს მოსვენებას არ აძლევენ

76

Football Leaks და გერმანული გამოცემა Der Spiegel განაგრძობენ საერთო გამოძიებას, რომლის სამიზნეც ამჯერად პსჟ-ის ბრაზილიელი ვარსკვლავის, ნეიმარის ”ბარსელონადან” პარიზულ გუნდში ტრანსფერი გახდა.

გამოძიების შედეგად ცნობილი გახდა, რომ ნეიმარი თვეში 3,07 მლნ ევროს გამოიმუშავებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრაზილიელის ანაზღაურება დღეში 100 000 ევროს აღწევს, საათში კი 4 000-ს.

გარდა ამისა, ნეიმარს ტრანსფერზე თანხმობის განცხადების გამო პსჟ-მ ერთჯერადად 22 მლნ ევრო გადაუხადა.

თავისი შემოსავალი ბრაზილიელს საშუალებას აძლევს, პსჟ-ის ბაზიდან 9 კმ-ის დაშორებით იქირავოს სახლი უზარმაზარი ეზოთი, რომლის საერთო ფართობიც 5 000 კვ/მ-ია. არენდაში იგი თვეში 14 000 ევროს იხდის.

ნეიმარი ”ბარსელონადან” პსჟ-ში ისტორიაში სარეკორდო რაოდენობის თანხად, 222 მლნ ევროდ გადავიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები