LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

100 ლარიანი ალუჩა გუდვილში მთლიანად გაიყიდა

1560

სოციალური ქსელი ამჯერად, გუდვილის ალუჩამ დაიპყრო. გავრცელებულ სურათში ჩანს, რომ 100 გრამი ალუჩის ღირებულება 10 ლარი და 90 თეთრია.

როგორც „ფორტუნას“ გუდვილის დირექტორმა ირინა ქოსაშვილმა განუცხადა, ეს ჰოლანდიიდან იმპორტირებული ალუჩაა, რომლის თვითღირებულებაც საკმაოდ მაღალია – კილოგრამი 100 ლარზე მეტი ღირს.

ფასის მიუხედავად, 2 დღეში პროდუქცია მთლიანად გაიყიდა.

როგორც კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა ნატა წერეთელმა „ფორტუნასთან“ განაცხადა, სოციალურ ქსელში მომხმარებელები აქტიურად ითხოვდნენ ალუჩის შემოტანას, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა გუდვილმა წელს, შედარებით უფრო ადრე შემოეტანა ეს მოთხოვნადი ხილი.

„ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ, როგორც იაფიან, ასევე ეგზოტიკურ, იმპორტირებულ და შესაბამისად ძვირიან პროდუქციას. ეს ფასი ნამდვილად არ არის დაბალი, თუმცა მარტში ალუჩაც არ არის ჩვეულებრივი მოვლენა და იმპორტირებული, უცხო ხილის ფასი, ყოველთვის ასეთი მაღალია“, – განაცხადა ნატა წერეთელმა.

მისი თქმით, იგივე პროდუქცია სხვა ქსელებში უფრო ძვირიც ღირს.

როგორც გუდვილის წარმომადგენლებმა „ფორტუნასთან“ განაცხადეს, როგორც კი ადგილობრივი ალუჩა გამოჩნდება ბაზარზე, ისინი მაშინვე შესთავაზებენ მომხმარებლებს მას, გაცილებით დაბალ ფასად.

მანამდე კი, როგორც ჩანს, ალუჩის მოყვარულებს ასეთი მაღალი ფასიც არ აშინებთ.

 

ფოტო ფაქტი არც ისე შორეული წარსულიდან – 2013 წელი

 

რა ხდება სხვა ქვეყნებში – ალუჩა როგორც ოქრო

აზერბაიჯანში ალუჩას ოქროს ფასი აქვს. როგორც ადგილობრივი გამოცემა Oxu.Az Ölkə.аz იუწყება, ბაქოში ეს ხილი საკმაოდ მაღალ ფასად იყიდება. დედაქალაქის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ალუჩას კოსმიური ფასი ადევს.

როგორც გამოცემა წერს, Port Baku-ში ერთი კილოგრამი ალუჩა 720 აზერბაიჯანულ მანათად იყიდება. ეს თანხა ქართულ ეროვნულ ვალუტაში დაახლოებით 1052 ლარი გამოდის.

იხილეთ ჩვენი სტატია: ალუჩა, როგორც ოქრო: 1კგ 1052 ლარი ღირს.

თამთა უთურგაშვილი

პოპულალურები