LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

100-მდე კომპანია და მათი მომსახურება – თბილისში მედიცინის ფორუმი მიმდინარეობს

132

გამოფენების ცენტრ ,,ექსპოჯორჯიას” ორგანიზებით, 25-27 ოქტომბრის ჩათვლით, თბილისში მედიცინის ფორუმი მიმდინარეობს. ფორუმი აერთიანებს სამ საერთაშორისო გამოფენას:

  • BEAUTY EXHIBITION 2018 – ესთეტიკური მედიცინის საერთაშორისო გამოფენა;
  • CAUCASUS HEALTHCARE – სამედიცინო ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენა;
  • TBILISI DENTAL SHOW – სტომატოლოგიისა და სტომატოლოგიური აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენა.

მონაწილეთა პროფილი:

BEAUTY EXHIBITION 2018

გამოფენა საინტერესოა როგორც სალონების მფლობელებისთვის, ასევე ნებისმიერი ასაკის ქალისთვის. აქ არის ყველაფერი, რაც თავის მოვლისთვის გჭირდებათ, ერთ სივრცეში:

  • 15-დან 50%მდე ფასდაკლებები თავის მოვლის საშუალებებსა და კოსმეტიკაზე;
  • შეთავაზებები თავის მოვლის სხვადასხვა პროცედურებზე;
  • სილამაზის სალონები;
  • ესთეტიკური მედიცინის ცენტრები;
  • სპაცენტრები;
  • პრეზენტაციები და ტრენინგები დარგში არსებულ სიახლეებზე;
  • make-up არტისტები;
  • სოლარიუმები;
  • სალონების პროდუქცია.

CAUCASUS HEALTHCARE

  • სამედიცინო ტექნოლოგია და აღჭურვილობა;
  • ლაბორატორია და დიაგნოსტიკა;
  • ფარმაკოლოგია;
  • საავადმყოფოები და სამედიცინო დაწესებულებები;
  • სადაზღვევო მომსახურება;
  • პუბლიკაციები და მომსახურება;
  • ოფთალმოლოგია.

TBILISI DENTAL SHOW

  • სტომატოლოგიური აღჭურვილობა და ტექნიკა;
  • სტომატოლოგიური ინსტრუმენტები და მასალები;
  • სტომატოლოგიური მედიკამენტები

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 100-მდე კომპანიის მომსახურება და პროდუქცია. აქედან 40% უცხოელო, ხოლო 60% ქართველი მონაწილეა.

”აუდიტორია, რომელსაც ველოდებით: სილამაზის მხარეს ქალბატონები, რომლებიც დაინტერესებულები არიან დიდი ფასდაკლებებით დეკორატიულ კოსმეტიკასა და სხვადასხვა ესთეტიკურ პროცედურაზე. რაც შეეხება სამედიცინო მხარეს, სამიზნე აუდიტორია იქნება: კლინიკების შესყიდვები, ექიმები, კლინიკების მფლობელები”, – აცხადებენ ”ექსპოჯორჯიაში”.

სამუშაო საათები: 10:00-18:00

პარალელური ღონისძიება: სტომატოლოგთა კონფერენცია 2018

ორგანიზატორი: გამოფენების ცენტრი ”ექსპოჯორჯია”

მისამართი: წერეთლის გამზ. 118

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები