LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

100 წლამდე ხომ არ ვიქნები პრეზიდენტი – ვლადიმერ პუტინი

88

„100 წლამდე ხომ არ ვიქნები პრეზიდენტი?“ – ამის შესახებ რუსეთის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ას წლამდე ხომ არ ვიქნები პრეზიდენტი? არა, არ ვიქნები. რაც შეეხება იმას, ნახავენ თუ არა რუსები ახალ პუტინს, ყველაფერი თავის დინებას მიყვება, ყველაფერი იცვლება, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

ვლადიმერ პუტინი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტად რჩება. ქვეყნის საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ბიულეტენების 99%-ის დამუშავების შედეგად, მან არჩევნებში მონაწილეთა ხმების 76.65% მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები