LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თსუ-ის შენობა საზეიმოდ განათდა

67

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შენობა საზეიმოდ განათდა.

თსუ-ს 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მსოფლიოს 50-მდე ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დელეგაციები, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

იუბილე იუნესკოს (UNESCO) ეგიდით იმართება – ეს გადაწყვეტილება გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ პარიზში გენერალური კონფერენციის 39-ე სესიაზე მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერით მიიღო.

აქართველოს ეროვნულმა ბანკმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის თარიღის აღსანიშნავად საკოლექციო მონეტა გამოუშვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები