LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

109-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელების მშობლებმა და პედაგოგებმა ქუჩა გადაკეტეს​

84

109-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელების მშობლებმა და პედაგოგებმა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩა გადაკეტეს​. მშობლები და პედაგოგები ითხოვენ, რომ მათთან შესახვედრად თბილისის მერი, კახა კალაძე, მივიდეს.

ცოტა ხნის წინ აქციაზე დაპირისპირებაც იყო, რაც თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის, განცხადებას მოჰყვა, სადაც მან შეკრებილებს მერიის გდაწყვეტილება გააცნო. მიუხედავად იმისა, რომ ელოშვილი პირობას დებს, ბაღის ადგილას არანაირი კომერციული ობიექტის აგება არ იგეგმება, აქციის მონაწილეები მაინც პროტესტს აგრძელებენ და მერის მისვლას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები 109-ე ბაღის დახურვას აპროტესტებენ.

მათი განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბაღი ავარიულია, სიმართლეს არ შეესაბამება. ადგილობრივები ეჭვობენ, რომ ამ გადაწყვეტილების უკან კონკრეტული კომერციული ინტერესები დგას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები