LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

11 გარდაცვლილი და ათეულობით დაჭრილი – მანქანაში დამონტაჟებული ბომბი აფეთდა

71

11 ადამიანი გარდაიცვალა და ათეულობით დაიჭრა ძლიერი აფეთქების შედეგად ბაღდადის აღმოსავლეთ რაიონში მდებარე ბაზართან, სადაც მანქანაში დამონტაჟებული ბომბი აფეთქდა.

ერაყის შს სამინისტროს წარმომადგენლის საად მაანის თქმით, ბაზრის დაცვამ მოასწრო საეჭვო ავტომობილის მისამართით გაესროლა, რის შემდეგაც მისმა მძღოლმა ასაფეთქებელი მოწყობილობა მოქმედებაში მოიყვანა.

მომხდარი საკუთარ თავზე, ჯერ-ჯერობით, არცერთ დაჯგუფებას აუღია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები