LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

11 მარტს “რუსთავი 2”-ის მხარდასაჭერად აქცია-კონცერტს გამართავენ

91

11 მარტის აქცია-კონცერტისთვის მზადება დაწყებულია. ტელეკომპანიის ინფორმაციით, “ევროპული საქართველოს” წევრები თბილისის ქუჩებში “რუსთავი 2”-ის დასაცავად დღეს მოქალაქეებს 11 მარტის აქცია-კონცერტზე ეპატიჟებოდნენ. პარტიის წევრები მოქალაქეებს უხსნიდნენ რა მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის დამოუკიდებელი ტელეკომპანიის არსებობას და სიტყვის თავისუფლების დაცვას.

“რუსთავი 2”-ის დასაცავად აქცია-კონცერტს საპარლამენტო და არასაპარლმენტო ოპოზიციის უმეტესი ნაწილი უერთდება. შაბათს აქციაზე მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგნელებიც იქნებიან.

“ნაციონალური მოძრაობა” აქცია-კონცერტზე პოლიტიკოსებსა და სამოქალაქო სექტორთან ერთად, მოქალაქეების ჩართულობას ყველაზე მნიშვნელოვნად მიიჩნევს.

“რუსთავი 2”-ის დასაცავად აქციაზე მისვლას გეგმავს არასაპარლამენტო ოპოზიციის ის ნაწილიც, რომელიც საკოორდინაციო საბჭოს წევრი არ არის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები