LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

112-ის ექიმების მიერ სასწაულებრივად გადარჩენილი მამაკაცი დღეს თავს კარგად გრძნობს

210

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის “ფეისბუქ”–გვერდიდან ცნობილი ხდება, რომ სასწრაფოს ექიმებმა 66 წლის მამაკაცი გადაარჩინეს. პაციენტი მოულოდნელად ქუჩაში დაეცა და ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას უმძიმესი სურათი დახვდა. მამაკაცი არ სუნთქავდა, გულის მუშაობა გაჩერებული იყო და პულსაციაც არ აღენიშნებოდა. შესაბამისი რეანიმაციული ღონისძიებების ჩატარების შემდეგ, მამაკაცი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. მოგვიანებით კი ექიმებს ოჯახის წევრებმა შეატყობინეს, რომ მათი წყალობით მამაკაცი თავს კარგად გრძნობს და უკვე კლინიკიდან ეწერება. პაციენტის მეუღლე ექიმებს განსაკუთრებულ მადლობას უხდის: „დიდი მადლობა ყველაფრისთვის. ის, რაც ექიმებმა გააკეთეს, გმირობაა. მეუღლე გადამირჩინეთ. სიტყვები არ მყოფნის იმის გადმოსაცემად, რასაც ვგრძნობ“ – აღნიშნა ქალბატონმა.

https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=775054726011851&id=245717065612289

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები