LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

112-ის ოპერატორი პატრულს და სასწრაფოს ინფორმაციას ელექტრონულად მიაწვდის

99

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ და თბილისის მერმა კახა კალაძემ ახალი პროექტი წარადგინეს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრში, საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამის საშუალებით, თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრთან კოორდინაციით, „112“-ში შემოსული შეტყობინებისთანავე, ოპერატორი შეძლებს ელექტრონული კომუნიკაციის გზით, მყისიერად გადასცეს საჭირო დეტალური ინფორმაცია თბილისის სასწრაფო დახმარების ბრიგადებსა და პატრულ-ინსპექტორებს.

“ეს სერვისი გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, რამეთუ ის მარტივად და ეფექტურად აკავშირებს 112-ის სერვისს, საპატრულო პოლიციას, თბილისის სასწრაფო დახმარების ცენტრს. ეს გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი სერვისი, რამეთუ თითოეულ ჩვენს მოქალაქესთან უნდა ვიყოთ ეფექტურად და ძალზე სწრაფად ახლოს განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მას სჭირდება დახმარება. ჩვენ სულ რამდენიმე დღის წინ გავმართეთ 112-ის ახალი აპლიკაციის პრეზენტაცია, რომელიც ასევე მიმართულია იქითკენ, რომ ჩვენი პოლიცია იყოს ძალიან ახლოს მოქალაქესთან და დღეს კიდევ ერთ ნაბიჯს ვდგამთ წინ“, – განახცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროში, ასევე, უახლოეს პერიოდში გეგმავს ერთიანი სივრცის – ინტეგრირებული პლატფორმის პრეზენტაციას.

„ჩვენი მიზანი გახლავთ საპოლიციო სერვისების კიდევ უფრო განვითარება, რამეთუ ჩვენს მოქალაქეებსა და საპატრულო პოლიციას შორის კავშირი იყოს კიდევ უფრო ეფექტური, ნდობა – კიდევ უფრო მაღალი და მართლწესრიგი მაღალი ხარისხის. ამ მიმართულებით მჭიდროდ ვთანამშრომლობთ თბილისის მერიასთან, რადგან კარგად გვესმის, რომ ჩვენი ძირითადი მიზანია მართლწესრიგის დამყარება თბილისსა და ზოგადად ქვეყანაში“, -დასძინა გიორგი გახარიამ.

“სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადებს მიეცათ შესაძლებლობა, ჰქონდეთ მოწყობილება, სპეციალური პადები, რომლის მეშვეობითაც, ონლაინ რეჟიმში აქვთ ინფორმაცია, თუ სად, რომელ მისამართზე უნდა მივიდნენ და დაეხმარონ ადამიანებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა „112“-ის ახალი პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისივე განცხადებით, აღნიშნული პროექტის შემდეგ სხვა პროექტების განხროციელებაც იგეგმება.

“ვაპირებთ, სამედიცინო დახმარების ცენტრისთვის ახალი ავტომობილების შემოყვანას, ვაპირებთ მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებას თანამშრომლებისთვის. წელს, დეკრეტული შვებულება იქნება ანაზღაურებადი, რაც არის მისასალმებელი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძემ სასწრაფო დახმარების ავტომობილისთვის გზის დათმობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა გაითავისოს, რომ სასწრაფოს მანქანისთვის გზის დათმობა ნიშნავს, ერთი ადამიანის გადარჩენილ სიცოცხლეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები