LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“117 ათასზე მეტი შესაცვლელი მართვის მოწმობიდან დაახლოებით, ნახევარი განახლებულია”

88

შინაგან საქმეთა სამინისტროს, მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილის იმედა მაკასარაშვილის თქმით, 117 000-ზე მეტი შესაცვლელი მართვის მოწმობიდან დაახლოებით, ნახევარი განახლებულია.

როგორც იმედა მაკასარაშვილმა “ავტორადიოს” ეთერში განაცხადა, მომსახურების სააგენტოს არ აქვს მონაცემები, დარჩენილი 50 000-დან რამდენი პირი იყენებს აქტიურად მართვის მოწმობას.

“გვაქვს მხოლოდ სტატისტიკა, რამდენიმა პირმა გამოცვალა. თუმცა 50 000-დან რამდენია აქტიური ამის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. ზოგი შეიძლება წასულია საზღვარგარეთ, ზოგი გარდაცვლილი და ა.შ.”, – განაცხადა იმედა მაკასარაშვილმა.

შეგახსენებთ, ძველი მართვის მოწმობის გამოცვლის მეორე ვადაც იწურება  – 2006 წლის 1-ელ აპრილამდე გაცემული მართვის მოწმობის განახლება მძღოლებმა მარტის ბოლომდე უნდა მოახერხონ.

აღსანიშნავია, რომ მართვის მოწმობის შეცვლის მსურველები არც 2018 წლის 1-ლი აპრილის შემდეგ ჩააბარებენ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდას და მისი განახლება მხოლოდ ჯანმრთელობის ცნობის საფუძველზეა შესაძლებელი.

განახლებისთვის მოქალაქეები, ბარათების დამზადების – 16 ლარს და ჯანმრთელობის ცნობის საფასურს (დაახლოებით 15-25 ლარი) გადაიხდიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები