LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

117-ე ბაგა-ბაღის ეზოს ნაწილი, მშენებლობის გამო ჩამოიშალა, მეორე ნაწილზე კი მშენებლობა მიმდინარეობს (ფოტოები)

427

თეო ბერიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოებს, სადაც თბილისის 117-ე ბაგა-ბაღია აღბეჭდილი, რომელიც თბილისის მერიის გვერდით დგას და მას აღარ აქვს ეზო გარედან, ვინაიდან მერიის არქიტექტურის სამსახურმა მშენებლობაზე ნებართვა ისე გასცა, რომ სტატუსის ავტორის მოსაზრებით, არ დაინტერესებულა ასაშენებლი ობიექტის მდებარეობით…

თეო აღნიშნავს:

„ეს არის 117-ე ბაღი, რომელიც, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, დგას თბილისის მერიის გვერდით… საბავშვო ბაღს აღარ აქვს ეზო, რადგან მერიის არქიტექტურის სამსახური გასცემს ნებართვას ისე, რომ არც ინტერესდება ასაშენებელი ობიექტის მდებარეობით…

დაახლოებით ერთი წლის წინ, მერიის თანამონაწილეობით მსგავსი მშენებლობის გამო, 117-ე ბაღის ნახევარი ეზო მოწყდა და გოთუას მხარეს ჩავარდა, საბედნიეროდ, არავინ დაშავდა… ბაღი დარჩა ნახევარი ეზოს გარეშე… დღეს მივიყვანე ბავშვი ბაღში და ახლა მეორე ნახევარშია მშენებლობა, თითქმის ერთი თვეა ეზოში ვეღარ გაჰყავთ ბავშვები…

თბილისის მერია / Tbilisi City Hall ხომ კარგად ხართ????????????? რას ნიშნავს ეს???? რის საფუძველზე, რაზე დაყრდნობით გასცემთ ნებართვებს????? ესეც მიშას დროინდელი ნებართვაა და ვერაფერს იზამთ? თუ ედუარდის?????? სამარცხვინოები ხართ ყველა, ვინც მსგავს გადაწყვეტილებებს იღებთ, მშენებელ-ნებართვისგამცემიანად!!!!!!!!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები