LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

12-15 აპრილს იტალიური პრემიუმ ბრენდი “პრენატალი” 25% ფასდაკლებებს გთავაზობთ

143

Prenatal-ი იტალიური პრემიუმ ბრენდია, რომლის პირველი მაღაზია 1963 წელს მილანში გაიხსნა და უკვე 50 წელზე მეტია მსოფლიოში დედებისთვის სანდო და ხარისხიან ბრენდთან ასოცირდება.

წამყვანი მაღაზიები წარმოდგენილია იტალიაში, ესპანეთში, პორტუგალიასა და საბერძნეთში. მთლიანობაში 266 მაღაზია მსოფლიოს მაშტაბით და  7,9 ერთგული მომხმარებელი, რაც შვეიცარიის მოსახლეობის რაოდენობას უდრის.

თბილისში აღნიშნული ბრენდის წარმომადგენლობა 2012 წლიდან მოღვაწეობს.

ბრენდის მაღაზიები ორიენტირებულია ბავშვისა და ორსული ქალის ტანსაცმლისა და აქსესუარებზე, თუმცა მისი სპეციფიკა მრავალპროფილურია.

პრენატალი – იტალიური პრემიუმ ბრენდი თბილისში მხოლოდ 4 დღით, 12-15 აპრილის ჩათვლით, გთავაზობთ უპრეცენდენტო შანსს შეიძინოთ კომოდები აბაზანით და გამოსაცვლელით 25%-ფასდაკლებით! ასევე ამავე პერიოდში შეგიძლიათ შეიძინოთ ტყუპების ეტლი 25%-ფასდაკლებით! მაღაზიაში ასევე დაგხვდებათ გაზაფხული–ზაფხულის ახალი კოლექცია.

მაღაზიაში მოიპოვება ავეჯის, ორთოპედიული მატრასებისა და ბალიშების, კვების სკამების, ჭოჭინების, აბაზანის, ეტლების, სამეულების, ქარსითებისა და მათთვის განკუთვნილი აქსესუარების დიდი არჩევანი. ეს ხაზი იქმნება უმაღლესი ხარისხის ეკოლოგიურად სუფთა ქსოვილებისა და მასალისგან. გათვალისწინებულია სეზონის ტრენდები, ბავშვის უსაფრთხოება და მშობლისა და ბავშვის კომფორტი. ამავე სექციაში შეგიძიათ იხილოთ სიახლე ახალი იტალიური ბრენდის “იტალ ბეიბის” სახით.

აქვეა წარმოდგენილი ბრენდის ახალი კოლექციიდან საწოლები, თეთრეული, გამოსაცვლელები და ორთოპედიული მატრასები. თითოეული ნივთი სრულიად იქმნება იტალიაში უმაღლესი ხარისხის მასალისგან და ანტიალერგიული, ეკოლოგიურად სუფთა ქსოვილისგან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები