LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

12 აქლემი ბოტოქსის გამო სილამაზის კონკურსიდან მოხსნეს

178

საუდის არაბეთში აქლემების სილამაზის კონკურსს სკანდალი მოჰყვა. როგორც „როიტერსი“ იტყობინება, კონკურსზე ბოტოქსის გამოყენების და პლასტიკური ქირურგის ჩარევის შემთხვევები გამოვლინდა.

მომხდარის გამო, საერთაშორისო შეჯიბრიდან 12 აქლემი მოხსნეს. ადგილობრივი გამოცემების ინფორმაციით, ყველა ცხოველის მფლობელს ბოტოქსის გამოყენებაში დასდეს ბრალი, კერძოდ, კომისიამ დაადგინა, რომ კონკურსში მონაწილეობამდე, აქლემებს ტუჩებში, თავის არესა და მუხლებში ბოტოქსი შეუყვანეს.

ყველაზე ლამაზი აქლემის ტიტულის გამოსავლენად შეჯიბრი ერ-რიადთან ახლოს მდებარე უდაბნოში იმართება. კონკურსში 30 000-ზე მეტი სხვადასხვა ჯიშის აქლემი მონაწილეობს. საპრიზო ფონდი 57 მილიონ დოლარს აღემატება.

თაღლითობის შემთხვევები კონკურსზე ხშირად ხდება. ზოგიერთ შემთხვევაში, აქლემების მფლობელები პლასტიკურ ქირურგიას მიმართავენ. მათ შორის, აპატარავებენ აქლემის ყურების ზომას. ზოგიერთი არაკეთილსინდისიერი მონაწილე კი აქლემის ბეწვს სპეციალურ ზეთს უსვამს, რაც მის შეფერილობას ცვლის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები