LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

12 გარდაცვლილი, 50 დაშავებული – ბერლინში თავდამსხმა პოლონეთის მოქალაქემ განახორციელა

43

ბერლინში მომხდარი ტრაგედია წინასწარგანზრახული თავდასხმა იყო, ამის შესახებ ქალაქის პოლიციაში აცხადებენ.

„ჩვენი გამომძიებლები მიიჩნევენ, რომ სატვირთო მანქანა განზრახ შევარდა ხალხის ნაკადში, საშობაო ბაზრობაზე ბრაიტსაიდპლატცის მოედანზე,“ – წერია ბერლინის პოლიციის „ტვიტერზე“.

უფრო ადრე სამართალდამცველებმა დაადასტურეს, რომ მგზავრი, რომელიც გარდაცვლილი აღმოაჩინეს სატვირთო მანქანაში, პოლონეთის მოქალაქე იყო.

გუშინ საღამოს ხალხის ნაკადში, კაიზერ ვილჰელმის მემორიალურ ეკლესიასთან, საშობაო ბაზრობაზე სატვირთო მანქანა შევარდა. ინციდენტი ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 8 საათზე მოხდა.

პოლიციის ინფორმაციით, მანქანამ ხალხის ნაკადში 50-80 მეტრი გაიარა 60-80 კმ/სთ სიჩქარით.

პოლონური კომპანიის ხელმძღვანელმა, რომელსაც სატვირთო მანქანა ეკუთვნოდა, განაცხადა, რომ მძღოლთან კავშირი ტრაგედიამდე რამდენიმე საათით ადრე გაწყდა.

გუშინ საღამოსვე ბერლინის პოლიციამ დააკავა ადამიანი, რომელიც, სავარაუდოდ, სატვირთო მანქანას მართავდა. მეორე ადამიანი კი, რომელიც ამავე მანქანაში იმყოფებოდა, გარდაცვლილი იპოვეს.

მომხდარის შედეგად 12 ადამიანი გარდაიცვალა, 50-მდე კი საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები