LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

12 კომედია მათთვის, ვინც ბრიყვული ხუმრობებით დაიღალა

„წაკითხვის შემდეგ დაწვით“ – ძმები კოენების შავი კომედია ორიგინალური სიუჟეტითა და აბსოლუტურად მოულოდნელი ფინალით.

„გაანალიზე ეს“ – ჰაროლდ რემისის ერთგვარი პაროდია განგსტერებსა და მათ სამყაროზე, რობერტ დენიროსა და ბილი კრისტალის მონაწილეობით.

„ზომბი სახელად შონი“ – მშვენიერი ბრიტანული ტრაგიკომედია, რომელიც ამტკიცებს, რომ ნებისმიერი ადამიანი ცოტათი ზომბია.

„კოცნა გავარდნაზე“ – კრიმინალური კომედია უიღბლო მძარცველზე, რომელიც  ჯერ  კინოსინჯებზე ხვდება შემთხვევით, მერე კი, კერძო დეტექტივთან ერთად იძიებს მკვლელობის საქმეს.

„აუტანელი სისასტიკე“ – ირონიული ფილმი ჯორჯ კლუნისა და კეტრინ ზეტა ჯონსის მონაწილეობით, თაღლით ქალბატონსა და მასზე უსაზღვროდ შეყვარებულ ადვოკატზე.

„სენსაცია“ – მხოლოდ ვუდი ალენისთვის დამახასიათებელი ირონით შექმნილი ფილმი ბრიტანული არისტოკრატიის ცხოვრებასა და მათ უცნაურობებზე.

 „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!“ – მსახიობ დანი ბუნის რეჟისორული ნამუშევარი დახვეწილი ფრანგული იუმორით.

„მრისხანების მართვა“ – კომედია შეუდარებელი ჯეკ ნიკოლსონისა და ადამ სენდლერის მონაწილეობით აუცილებლად დაგეხმარებათ მრისხანების დამარცხებაში.

„გზის განაპირას“ – ფილოსოფიური და ცოტა ნაღვლიანი კომედია მეგობრების მოგზაურობაზე, რომელიც რადიკალურად ცვლის მთელ მათ ცხოვრებას.

„ნეფრიტის მორიელის წყევლა“ – დეტექტიური კომედია თაღლითზე, რომელიც ჰიპნოზის ძალით ცდილობს შეძლებულთა ქონების ხელში ჩაგდებას, ნებისმიერს გაამხიარულებს.

„შვიდი ფსიქოპატი“ – კრიმინალური კომედია მწერალზე, რომელიც საინტერესო სიუჟეტის ძიებაში, ექსცენტრიკული მეგობრის წყალობით თავისდაუნებურად ეხვევა ხიფათში.

„ულტრაამერიკელები“ – ნიმა ნურიზადეს კომედია სასაცილო დიალოგებით, ორიგინალური სიუჟეტით და რომანტიკული ეპიზოდებით – საუკეთესო ფილმია განწყობის ასამაღლებლად.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები