LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

12 რომანტიკული კომედია უქმეების სასიამოვნოდ გასატარებლად

„მეგობრობა და არავითარი სექსი?“ – წვეულებაზე შემთხვევითი შეხვედრის შემდეგ, უოლესი და შანტრი სწრაფად ხვდებიან, რომ ერთმანეთისთვის არიან შექმნილი. მართალია, ახალგაზრდები ურთიერთობას აგრძელებენ და ბედნიერებიც არიან ერთად, თუმცა მოულოდნელად ირკვევა, რომ შანტრის საქმრო ჰყავს… – კეთილი ფილმი მსუბუქი იუმორით ყველასთვის კარგად ნაცნობ გრძნობებზე.

 

„ერთი ნახვით შეყვარება“ – მოულოდნელად მოსულმა თოვლმა ახალგაზრდა ქალი უცნობ მამაკაცთან მთელი დღით დარჩენა აიძულა, თუმცა უამინდობა მშვენიერ მიზეზად გახდა, რათა ახალგაზრდებს ახლოს გაეცნოთ ერთმანეთი… – კამერული, თუმცა ნაკლებად შაბლონური ფილმი, გონებამახვილური დიალოგებითა და სიყვარულის მორიგი ისტორიით.

„სიყვარული წესებით და წესების გარეშე“ – ჰარი ჯერ ახალგაზრდა საყვარელის დედის – ერიკას სახლში ხდება შეუძლოდ,  მერე კი, გამოძახებული ახალგაზრდა ექიმის მსგავსად, მასაც ასაკოვანი ქალბატონი უყვარდება და იქმნება მრავალკუთხედი, რომელსაც არც წესები აქვს, არც შეზღუდვები… – მშვენიერი კომედია ბრწყინვალე მსახიობების – ჯეკ ნიკოლსონის, დაიან კიტონის და კიანუ რივზის მონაწილეობით.

„ეს უხერხული მომენტი“ – ძველი მეგობრები შვებულებას ქალიშვილებთან ერთად ატარებენ და სწორედ მომაჯადოვებელ კორსიკაზე უყვარდება 18 წლის მშვენიერ გოგონას, 42 წლის მამაკაცი. ერთი შეხედვით განსაკუთრებული არაფერია, თუ არ ჩავთვლით, რომ ახალგაზრდა ლამაზმანის ტრფობის ობიექტი მამის საუკეთესო მეგობარია… – მზე, ზღვა, სიყვარული, ვნება და ბრწყინვალე ფრანგული იუმორი – მშვენიერი კოქტეილი სასიამოვნოდ დასვენებისთვის.

„მეგის გეგმა“ – მეგი ახალგაზრდა ანთროპოლოგს და ერთხელ უკვე განქორწინებულ ჯონს მიჰყვება ცოლად. ერთი შეხედვით, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, თუმცა, მეგი ნაკლებად ბედნიერად გრძნობს თავს და საკუთარი ცხოვრების გამოსაწორებლად საკმაოდ ორიგინალურ გეგმას იგონებს… – რომანტიკული კომედია დახვეწილი იუმორით ზედმეტად ჭკვიანი ადამიანების სიყვარულზე.

„სალამი, მე დორისი ვარ!“ – დედის გარდაცვალების შემდეგ ოფისის რიგითი თანამშრომელი, 60 წლის დორისი ცხოვრების ხალისის დასაბრუნებლად, ან თვითდახმარების სემინარებს ესწრება ან სამსახურის გზაზე სასიყვარულო რომანების კითხვით ერთობა, თუმცა მალე, საკუთარი თავისთვისაც მოულოდნელად ბევრად უმცროსი კოლეგა უყვარდება… – საკმაოდ პოზიტიური ფილმი, რომელიც გვახსენებს, რომ თანამედროვე სამყაროში ყველაფერი შესაძლებელია.

„მოპარული პაემანი“ – 34 წლის ნენსიმ დიდი ხანია დაკარგა პირადი ბედნიერების პოვნის იმედი, თუმცა, ერთ მშვენიერ დღეს ბედისწერა სასიამოვნო სიურპრიზს უკეთებს და მამაკაცს ხვდება, რომელსაც ყველა შანსი აქვს იქცეს „იმ ერთაერთი და განუმეორებელი“ მამაკაცად, რომელზეც ქალბატონი ოცნებობს. თუმცა, არსებობს ერთი პრობლემა – ნენსი საკუთარ თავს სხვა ქალად ასაღებს… – სასიამოვნო ბრიტანული კომედია, რომლის ყურებისას დრო შეუმჩნევლად გადის.

„სანამ დავშორდებით“ – ახალგაზრდა ქალმა და მამაკაცმა მხოლოდ ერთი ღამე გაატარეს ერთად, თუმცა რამდენიმე საათიც საკმარისი აღმოჩნდა დაევიწყებინათ რეალობა და ახლებურად დაენახათ საკუთარი ცხოვრება… – საინტერესო და სასიამოვნო ისტორია, რომელიც არავის დატოვებს გულგრილს.

„ცოტა, ბევრი, ბრმად“ –  მამაკაცი – თავსატეხების გამომგონებელია, რომელსაც მუშაობისთვის სიჩუმე და სიმშვიდე სჭირდება, ქალბატონი – ბრწყინვალე პაინისტი, რომელსაც ცხოვრება ვერ წარმოუდგენია მუსიკის გარეშე და საათობით ემზადება მნიშვნელოვანი კონკურებისთვის… – მსუბუქი და მხიარული ფრანგული კომედია ადამიანებს შორის ურთიერთგაგებასა და კომპრომისების მოძიების უნარზე.

 „სინაზე“ – ლამაზმანმა ნატალიმ აბსოლუტურად უმიზეზოდ აკოცა კოლეგა მარკუსს, რომლისთვისაც ამგვარი ყურადღებაც საკმარისი აღმოჩნდა, რათა ნატალი შეყვარებოდა და მის მოსაპოვებლად ნებისმიერ რისკზე წასულიყო…  – გულისამაჩუყებელი და სასიამოვნო, გულწრფელი და ცოტა უცნაური ფილმი, რომელიც აუცილებლად გაგილამაზებთ საღამოს.

„წელიწადს გაძლევ“ – ორიგინალური ფილმი მრავალფეროვან პრობლემებზე, რომელთაც წყვილი ოჯახური ცხოვრების პირველ წელიწადს აწყდება… ფილმი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ სიყვარულის გარშე რთულია ოჯახის შექმნა და არ ღირს დროის იმ ადამიანზე დაკარგვა, ვის გვერდითაც თავს უბედურად გრძნობთ.

„რატომ ის?“ – მდიდარი, თუმცა გულუბრყვილო ახალგაზრდა საყვარელი გოგონას მამის გულის მოგებას ცდილობს, რაც არც მაინცდამაინც კარგად გამოსდის, რადგან აბსოლუტურად უკომპლექსოს წარმოდგენა არ აქვს რას ნიშნავს ტაქტი და დიპლომატია… – ნაკლებად რომანტიკული ფილმი, თუმცა საკმაოდ სახალისო, უხერხული და მოულოდნელი სიტუაციებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები