LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

120 მოწამლული და 5 გარდაცვლილი ერთ თვეში – რა ხდება რუსთავში

109

რუსთავში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დღეს 84 წლის ქალი გარდაიცვალა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში რუსთავში გაზით ინტოქსიკაციის 120-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაცვლილია 5 ადამიანი.

უცნობია, ბოლო პერიოდში რატომ მოიმატა ბუნებრივით აირით ინტოქსიკაციის შემთხვევებმა რუსთავში, თუმცა მთავარ პრობლემად ქალაქში აშენებული საცხოვრებელი ბინები სახელდება.

როგორც „სოკარ ჯორჯია გაზის“ წარმომადგენლები აცხადებენ, კომპანიის მხრიდან უსაფრთხოების ზომები დაცულია და მთავარი დარღვევა მობინადრეების მიერ არასწორად დამონტაჟებული გამათბობლები და წყლის გამაცხელებლებია.

„სოკარ ჯორჯია გაზის“ მარკეტინგისა და პიარის უფროსის თეონა რუხაძის თქმით, იანვარ-დეკემბერში გაზით ინტოქსიკაციის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. რატომ მოიმატა ინტოქსიკაციის შემთხვევებმა თებერვლის თვეში, კომპანიას პასუხი არ აქვს.
„ჩვენი მხრიდან არანაირი დარღვევა არ არის. უსაფრთხოების ყველა ზომა დაცული გვაქვს. რუსთავში სახლები ისეა აშენებული, რომ არ არსებობს გამწოვისთვის აუცილებელი სპეციალური შახტები. მოსახლეობას უწევს გამწოვი დანადგარის მილის მიერთება სავენტილაციო მილებთან, რაც არაფრით არ შეიძლება, რადგან ასეთ დროს დაგროვილი ნამწვი ბინაში შემოდის“აცხადებს „ფორტუნასთან“ „სოკარ ჯორჯია გაზის“ მარკეტინგისა და პიარის უფროსი თეონა რუხაძე.

 

რეკომენდაცია რუსთაველებს „სოკარ ჯორჯია გაზისგან“

კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზში“ მოსახლეობის მხრიდან გამოვლენილ უპასუხისმგებლობაზე აკეთებენ აქცენტს და აცხადებენ, რომ შემოწმების დროს კომპანია ხსნის არასწორად დამონტაჟებულ დანადგარს საფრთხის თავიდან ასაცილებლად, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, მობინადრეები ისევ არასწორად ამონტაჟებენ დანადგარებს და გაფრთხილებას არ ითვალისწინებენ.

„სოკარ ჯორჯია გაზს“ გაფრთხილების მიცემი გარდა, სხვა ბერკეტი არ გააჩნია, არ აქვს დანადგარის ლიკვიდაციის უფლება, შესაბამისად, კომპანია მსგავს ფაქტებს ვერ აკონტროლებს.

როგორც თეონა რუხაძე „ფორტუნასთან“ აღნიშნავს, „სოკარ ჯორჯია გაზი“ მზად არის მიმართვის შემთხვევაში მივიდეს ადგილზე და თავაად დაუმონტაჟოს მობინადრეებს დანადგარები ისე, რომ დაცული იყოს უსაფრთხოების ყველა ზომა.

„საზოგადოებას მივმართავთ, ჩვენ შეგვიძლია მოსახლეობას დავუმონტაჟოთ დანადგარები,  უსაფრთხოების ყველა ზომა იქნება დაცული. გუშინ აღმოსავლეთ რეგიონის დირექტორმა განაცხადა, რომ მზად არის თავისი თანამშრომლები მოახმაროს ამ საქმეს. თვითონ შეამოწმებენ ყველა დამონტაჟებულ დანადგარს მოსახლეობას, ოღონდ თავიდან ავიცილოთ საფრთხე. ვინც მოგვმართავს, აუცილებლად ყველას ბინაში ჩავატარებთ შემოწმებას“ – აცხადებს თეონა რუხაძე.

 

გვანცა ბზიავა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები