LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

126 გარდაცვლილი, უმეტესობა-ბავშვი – სცენა, რომლის გადაღება ფოტოგრაფმა ვერ შეძლო

121

ძალიან ხშირად ფოტოგრაფები ახერხებენ, ყველაზე სასტიკი კადრები გადაიღონ ომის, ტერაქტების, ტრაგედიების ადგილას და დანარჩენ მსოფლიოს აჩვენონ, რაც თავადაც ნახეს.

ალბათ, ყველას გახსოვთ 2015 წელს გადაღებული გარდაცვლილი პატარა ალან ქურდის ფოტო, რომელიც თურქეთის სანაპიროზე ზღვამ გამორიყა, ან – გასულ წელს პატარა ომრან დაქნიშის სისხლიანი სახე, ალეპოს დაბომბვის შემდეგ სასწრაფო დახმარების მანქანაში რომ ზის.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, შეიძლება ისეთი სასტიკი ამბავიც მოხდეს, რომლის გადაღება ფოტოგრაფებმა და ჟურნალისტებმა ვერ შეძლომ…

ტრაგიკული კადრების გადაღება შეეძლო ფოტოგრაფ ალკადერ ჰაბაკს გასულ კვირას სირიაში, სადაც ევაკუირებული ხალხის კოლონაში აფეთქებამ 126 ადამიანი იმსხვერპლა. ფოტოგრაფი აფეთქებიდან რამდენიმე წუთში მივიდა კოლეგებთან ერთად ავტობუსების კოლონასთან, თუმცა იქ ნანახმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა და კამერის ხელში აღება ვერ შეძლო.

„საშინელი სცენა იყო, განსაკუთრებით გამანადგურა ბავშვების დანახვამ, ისინი ჩემ თვალწინ იხოცებოდნენ…“ – ჰყვება ფოტოგრაფი „სიენენთან“.

ყველა ფოტოგრაფმა  კამერა მხარზე გადაიკიდა და დაშავებული ხალხის დახმარებას შეუდგნენ.

ჰაბაკი ცდილობდა, რაც შეიძლება სწრაფად მიეყვანა ჯერ კიდევ ცოცხალი ბავშვები სასწრაფო დახმარების მანქანასთან, თუმცა საბოლოოდ, ნერვების მოთოკვა ვეღარ შეძლო, შემზარავი კადრები სხვა ფოტოგრაფებმა დააფიქსირეს.

 

ფოტოგრაფი ცდილობს, ბავშვი, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალია, ექიმების მანქანამდე სწრაფად მიიყვანოს. ჰაბაკმა არ იცის, გადარჩა თუ არა ბავშვი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები