LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

13-19 მარტის სასიყვარულო ჰოროსკოპი

218

გაიგეთ რა ელოდება თქვენს ზოდიაქოს ნიშანს სიყვარულში:

ვერძი

თუ ბოლო პერიოდში ემოციების ვერბალურად გამოხატვისგან თავს იკავებდით, ეს მიდგომა ამ კვირიდან შეცვალეთ.  ნუ მიაქცევთ ყურადღებას იმას, თუ რამდენად არაკომფორტულია ეს თქვენთვის. კვირის ბოლოდან პარტნიორი მიხვდება რა გსურთ მისგან.

კურო

თუ ძველი იმედგაცრუების დავიწყება გსურთ, ამ კვირიდან შანსი გაქვთ, ცხოვრება ახალი ფურცლიდან დაიწყოთ. შესაძლოა, ყოფილ პარტნიორს გაესაუბროთ, რაც საბოლოოდ მიგახვედრებთ, რა გზით უნდა წახვიდეთ. ფაქტობრივად, თვალების ახელის კვირა გელით.

ტყუპები

ამ კვირაში საყვარელ ადამიანებთან ერთად გაიხსენებთ ძველ, სასიამოვნო მოგონებებს, ყოფილ შეყვარებულზე და მათთან დაშორების დეტალებზე ალაპარაკდებით. ამ განხილვაში, ბევრ რამეს მიხვდებით და თუ ურთიერთობა გაქვთ ვინმესთან, წარსულ შეცდომებს გაითვალისწინებთ.

კირჩხიბი

მოსაწყენი ერთფეროვნებისგან თავის დაღწევა და პარტნიორთან ერთად ახალი გამოცდილებების მიღება გსურთ.  არსებული ვალდებულებებისგან თავის დაღწევა მარტივი არ იქნება, ამიტომ ჯობია, დაგეგმოთ შვებულება და ცოტა ხნით ერთად დაისვენოთ.

ლომი

პირად ურთიერთობაში მცირე პრობლემები იჩენს თავს. გარკვეული სიტუაციები და ვალდებულებები გაფერხებთ, რაც სექსუალურ მხარეზეც ნეგატიურად აისახება. თუ ახალი დაწყებული გაქვთ ურთიერთობა, ეჭვები გაგიჩნდებათ იმაზე, ღირს თუ არა მასთან კომუნიკაცია.

ქალწული

სავარაუდოდ, ფინანსური პრობლემის გამო, თქვენი ოჯახური იდილია დროებით დაირღვევა, თუმცა კვირის ბოლოდან ეს ხარვეზი აღმოიფხვრება. ამ ჩიხიდან გამოსავალს მალევე მოძებნით.

სასწორი

თუ ურთიერთობა ახალი დაწყებული გაქვთ, ამ კვირიდან დიდი ნახტომით წინ წახვალთ. უფრო გაგიადვილდებათ კომუნიკაცია პარტნიორთან და ძველი გამოცდილების გაზიარებისგან თავს აღარ შეიკავებთ, რაც ადრე გიჭირდათ.

მორიელი

ამ კვირაში ფინანსების არამიზანმიმართულ ხარჯვას უნდა მოერიდოთ. ნაკლები სოციალური აქტივობა გელით, თუმცა ეს დროებითია, რადგან კვირის ბოლოდან სიტუაცია დასტაბილურდება.

მშვილდოსანი

ამ კვირაში, მთელი გონება მთლიანად სიყვარულით იქნება გარემოცული. წარსული შეცდომების გათვალისწინებით, ახალდაწყებულ ურთიერთობას უკეთ წარმართავთ. მთავარია, ურთიერთობაში ყურადღების მნიშვნელობა არ დაგავიწყდეთ.

თხის რქა

წვრილმან ოჯახურ საკითხებზე იქნებით გადართული. იმსჯელებთ დეკორაციაზე, საღებავის ფერზე, რომლითაც საძინებელი ან მისაღები ოთახი უნდა შეღებოთ და ა.შ ეს პროცესი ორივესთვის სახალისო იქნება.

მერწყული

ეს საუკეთესო კვირაა პასუხგაუცემელი კითხვების და ეჭვების გასაფანტად. შეგიძლიათ დაურეკოთ ყოფილ პარტნიორს და გაარკვიოთ, ის რაც ასე გაინტერესებთ. თუ უკვე ურთიერთობა ახალი დაწყებული გაქვთ, მცირე ფინანსური პრობლემის მოგვარება მოგიწევთ.

თევზები

ამ კვირაში მომატებული სენსიტიურობის გამო, სასურველია მარტო დარჩეთ საკუთარ თავთან და დაისვენოთ. თუ პარტნიორთან ბედნიერი არ ხართ, სიტუაციის შესაცვლელად ქმედითი ნაბიჯი გადადგით.