LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

13 დეკემბერს ფოტოგრაფ ბექა ჯავახიშვილის გამოფენა გაიხსნება

59

„თიბისი გალერეა“ 13 დეკემბერს ფოტოგრაფ ბექა ჯავახიშვილის პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს. ფოტოების სერიაში, სახელწოდებით „ანარეკლი“, იმ ნამუსევრებმა მოიყარა თავი, რომლებიც სხვადასხვა უბანშია გადაღებული და ყველგან და ყველაფერში ანარეკლს ასახავს.

ფოტოებზე ბექა ჯავახიშვილი 8 თვის განმავლობაში მუშაობდა. ავტორი ამბობს, რომ ეს არის „მოგზაურობა სხვა სივრცეში“. პერსონალურ ექსპოზიციაზე, ფოტოებთან ერთად, წარმოდგენილი იქნება ბექა ჯავახიშვილის ვიდეოკოლაჟიც. გამოფენა 16 დეკემბრამდე გაგრძელდება. დასწრება თავისუფალია. ამ დრომდე ფოტოგრაფს სამი გამოფენა ჰქონდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები