LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

13 ფილმი, რომელიც მამაკაცების უკეთ გაცნობაში დაგეხმარებათ

635

რუბრიკაში “რჩეული ფილმები” შევკრიბეთ ის კინოსურათები, სადაც განსაკუთრებულად კარგად ჩანს მამაკაცის ხასიათის სუსტი და ძლიერი მხარეები. ფილმები, რომლებიც საყვარელი ადამიანის უკეთ გაცნობაში დაგეხმარებათ.

რბოლა

70-იანი წლები რბოლის ოქროს ხანად იყო ცნობილი. იმ დროს უსაფრთხოების სისტემა ნამდვილად არ იყო საუკეთესო და ყველა მრბოლელის სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა. ესა არის ფილმი, რომელიც გიყვებათ, რა რისკებზე მიდიან მამაკაცები ტრიუმფისთვის.

1

ღამის მეპატრონეები

ფილმი ბობი გრინის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ღამის კლუბს მართავს და მჭიდროდაა შეკრული  დამნაშავეთა სამყაროსთან. ამავე დროს ის საგანგებოდ მალავს, რომ მამა და ძმა პოლიციის თანამშრომლები არიან. სიტუაცია რთულდება, როცა ბობი იგებს, რომ მისი ოჯახის წევრებს საფრთხე ემუქრებათ. ფილმი მოგვითხრობს, რა მსხვერპლზე მიდის მამაკაცი საკუთარი ოჯახის დასაცავად და რას გააკეთებს ის შურისძიებისთვის. ფილმში მთავარ როლებს ხოაკინ ფენიქსი, ევა მენდესი და მარკ უოლბერგი ასრულებენ.

2

მატარებელი იუმასკენ

ვესტერნი ფერმერის ისტორიას გვიყვება, რომელსაც ფულის სანაცვლოდ საშიში დამნაშავე, ბენ უეიდი იუმას მატარებლამდე მიყავს. ფილმში კარგადაა გადმოცემული მამაკაცის ხასიათის ძლიერი მხარეები. რას გააკეთებს ის საკუთარი ღირსებისა და ავტორიტეტის შესანარჩუნებლად მაშინ,  როცა მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

3

შტორმი 

ეს ფილმი რეალურ მოვლენებზეა გადაღებული. 1952 წელს სასაზღვრო დაცვის თანამშრომლები ზღვაში შტორმის დროს გადიან, რათა ჩაძირული გემის ეკიპაჟის წევრები გადაარჩინონ. ეს ფილმი დაგანახებთ, რას აკეთებენ მამაკაცები, როცა საქმე ადამიანების გადარჩენასა და პირად ბედნიერებას ეხება. ესა არის საკმაოდ ემოციური ფილმი, რომელიც ერთხელ აუცილებლად უნდა ნახოთ.

4

უკანონო 

ფილმი სამი ძმის ისტორიას გვიყვება. ფული და გავლენა განსხვავებულად მოქმედებს ყველა ადამიანზე. სამაგიეროდ ყველაზე რთულ მომენტებში ისინი ყოველთვის მზად არიან ერთმანეთის დასაცავად. ფილმში მოქმედება 30-იანი წლების ამერიკაში ვითარდება.

5

განდგომილები

მარტინ სკორსეზეს ლეგენდად ქცეული ფილმი მეთ დეიმონისა და ლეონარდო დიკაპრიოს მონაწილეობით. სურათი ორი მოწინააღმდეგის შესახებ გვიყვება, რომელთაგან  ერთ-ერთი პოლიციელი, ხოლო მეორე მაფიის წევრია. ფილმი იმაზე, რამდენად რთულია მამაკაცისთვის  სიმტკიცის შენარჩუნება მძიმე მომენტში და იმაზე, რომ დახმარება ყველას სჭიდება.

6

ნებისმიერ ფასად

ცოლს დაშორებული მამა  და მისი ციხიდან გამოსული ძმა ყველა გზით ცდილობენ დასავლეთ ტეხასში საკუთარი ფერმის გადარჩენას. ფილმი მოგვითხრობს იმის შესახებ, რომ ცხოვრება ხანდახან ძლიერ მამაკაცებსაც ანადგურებს.

7

შესანიშნავი შვიდეული

ამ ლეგენდარული ფილმის 2016 წლის ვერსია აუცილებლად უნდა ნახოთ. 60-იანი წლების ფილმის რიმეიკი კიდევ ერთხელ გადაგიყვანთ ვესტერნის ეპოქაში და შეგახვედრებთ მამაკაცებს, რომლებიც უსამართლობას სიცოცხლის ფასად ებრძვიან.

8

ღრმაწყლიანი ჰორიზონტი

ფილმი დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზე, რომელიც 2010 წელს მოხდა. მექსიკის ყურეში ნავთობის ჭაბურღილი აფეთქდა, რასაც 11 ადამიანი ემსხვერპლა. ატლანტის ოკეანეში კი ამერიკის ისტორიაში უპრეცედენტო ოდენობის ნავთობი ჩაიღვარა. ფილმში ასახულია ადამიანთა ბრძლოა გადარჩენისთვის და მათი სიმამაცე გამოუვალ მდგომარეობაში.

9

ქალის სურნელი

ამ ფილმის სიუჟეტი ყველამ ზეპირად იცის, თუმცა ის აუცილებლად კიდევ ერთხელ უნდა ნახოთ. ერთის მხრივ ალ პაჩინოსა და კრის ოდონელის ფანტასტიკური დუეტის სანახავად, მეორეს მხრივ კი იმისთვის, რომ მამაკაცები სხვა კუთხითაც გაიცნოთ. ხშირად ცხოვრება ძლიერ მამაკაცებსაც უმზადებს გამოწვევებს. მეგობრობა და სიყვარული კი ერთადერთია, რაც ასეთ დროს ადამიანებს სიცოცხლის ხალისს უბრუნებს.

10

საზოგადოების მტერი

ბანკების მძარცველი ჯონი დილინჯერი გმირად იქცევა ყველა დაჩაგრულისთვის და ამით ფედერალური ბიურის სამიზნედაც გადაიქცევა. ფილმში მთავრ როლს ჯონი დეპი ასრულებს და მისი გმირი გვარწმუნებს, რომ ნამდვილი მამაკაცები სამართლიანობისთვის ყველაფერზე მიდიან.

11

ნოკდაუნი

კრივის მოთამაშე ჯიმ ბრედოკი, რომლის როლსაც რასელ ქროუს ასრულებს, სპორტიდან მიდის და ოჯახის სარჩენად ნებისმიერ სამსახურზე თანხმდება. ის რინგზე დაბრუნების იმედს არ კარგავს და ერთხელ მას ამის საშუალება ეძლევა. როცა მამაკაცს საყვარელი ოჯახი ჰყავს, ის ყველაფერზე წავა მისი კეთილდღეობისთვის. ფილმიც სწორედ ამაზე გვიყვება.

12

კაპიტანი სალი 

ფილმი ლეგენდარული კაპიტნის, ჩელსი სალენბერგის გმირობაზე მოგვითხრობს, რომელიც მოახერხებს და ნიუ-იორკის მახლობლად,  გუდზონის ცივ წყლებში თვითმფრინავის ავარიულ დაშვებას განახორციელებს. ფილმში მთავარ როლს ტომ ჰენქსი ასრულებს.

13

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები