LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

13 ფილმი საშემოდგომო განწყობით – ჩაუჯექით საყვარელ მელოდრამებს

„დედინაცვალი“ – ცოტა ნაღვლიანი, თუმცა საოცრად კეთილი ფილმი, სადაც განსაკუთრებულ განწყობას სწორედ შემოდომის პეიზაჟები და არაჩვეულებრივი მუსიკა ქმნიან.

„უკანასკნელი ნოემბერი“ – კლასიკური ბრიტანული ფილმი, მხოლოდ ნისლიანი ალბიონისთვის დამახასიათებელი ატმოსფეროთი და შსანიშნავი მსახიობების მონაწილეობით.

ოქტომბრის ცა“ – რეალურ ისტორიაზე შექმნილი ფილმი მეშახტეების რთულ ცხოვრებაზე, მათთვისაა, ვისაც შემოდგომის მელანქოლიაში ჩაიძირა და ცოტა გამოფხიზლება უნდა.

„ტკბილი ნოემბერი“ – შუძლებელია საშემოდგომო ფილმების ნაკრები შარლიზ ტერონისა და კიანუ რივზის რომანტიკული მელოდრამის გარეშე, რომელიც ცხოვრების ყოველი წამით ტკბობას გვასწავლის.

 „გაზაფხული, ზაფხული, ზამთარი… და ისევ გაზაფხული“ – კიმ კი დუკის ფილოსოფიური იგავი მარადიულ ფასეულობებზე ბრწყინვალედაა ნაჩვენები წელიწადის სხვადასხვა სეზონის პეიზაჟების ფონზე.

„სახლი ტბის პირას“ – სანდრა ბალოკი, კიანუ რივზი, სახლი ულამაზეს ტბასთან და ცოტა საოცრება – სულ ესაა, რაც კარგი მელოდრამის გადაღებადაა საჭირო.

 „ერთხელ“ – მცირებიუჯეტიანი მუსიკალური მელოდრამა, რომელიც ჯერ ოსკარით აღინიშნა საუკეთესო სიმღერის ნომინაციაში, მერე კი, ტრიუმფალურად დაიდგა ბროდვეიზე, საუკეთესო „წამალია“ მათთვის, ვინც მომავლის იმედი დაკარგა.

 „ბრიუგეში“ – მშვენიერი ფილმი, შემოდგომის ევროპული ქალაქის პეიზაჟებით და ბრწყინვალე სამსახიობო დასით, რომელიც საკმაოდ სერიოზულ მორალურ საკითხებს ცოტა ცინიზმითა და შავი იუმორით განიხილავს.

„მოჩვენებითი სიყვარული“ – საკმაოდ არაორდინალური, თუმცა საოცრად ლამაზი ფილმი, თავისი მელანქოლიურ განწყობით ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო ფილმია.

„გვიანი შემოდგომა“ – წვიმიანი სიეტლის ფონზე გადაღებული სასიამოვნო მელოდრამაა ქალსა და მამაკაცის შემთხვევით ნაცნობობაზე, რომლებიც სწორედ ერთმანეთში პოულობენ უახლოეს ადამიანებს.

„თქვენს სახელზე წერილია“ – ნორა ეფრონის ფილმები ყოველთვის განსაკუთრებული სიმშვიდით, რომანტიკით გამოირჩევა და არც მეგ რაიანისა და ტომ ჰენქსის ვირტუალური რომანია გამონაკლისი.

„შემოდგომის ლეგენდები“ – ერთ ქალში შეყვარებული სამი ძმის ისტორიამ, თავის დროზე უზარმაზარი პოპულარობა მოიპოვა მელოდრამების მოყვარულთა შორის, ახალგაზრდა ბრედ პიტი კი, ნამდვილ ვარსკვლავად აქცია.

„შემოდგომა ნიუ-იორკში“ –  ასაკოვანი მამაკაცისა და ახალგაზრდა გოგონას სიყვარულის ნაღვლიან ისტორიას, უფრო მეტ დრამატიზმს ნიუ-იორკის შემოდგომის ქუჩებისა და პარკების პეიზაჟები მატებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები