LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

13 ივნისი უდიდესი განსაცდელისა და ტკივილის დღე იყო – გიორგი კვირიკაშვილი

59

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სამი წლის წინ 13 ივნისს მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება და აცხადებს, რომ 13 ივნისი, თბილისისთვის და მთლიანად ქვეყნისთვის უდიდესი განსაცდელისა და ტკივილის დღე იყო.

“მინდა, კიდევ ერთხელ პატივი მივაგო სტიქიის მსხვერპლთა ხსოვნას და თანავუგრძნო მათ ოჯახებს ჩვენი მაშველების თავგანწირვამ ათეულობით ადამიანის სიცოცხლე იხსნა. ჩვენს გულებში სამუდამოდ დარჩება მაშველ ზურაბ მუზაშვილის სახელი, რომელმაც 8 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, თავად კი, დაიღუპა. იმ მძიმე დღეებში, სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად, სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად ფეხზე დადგა ყველა, განსაკუთრებით კი, ჩვენი ახალგაზრდები – ისინი დადგნენ იქ, სადაც ნამდვილი მოქალაქე უნდა მდგარიყო. საერთო განსაცდელში ერთობამ 13 ივნისი ამავე დროს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და უდიდესი სოლიდარობის დღედ აქცია,“ – აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები