LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

13 ოქტომბერს ლიზა ბათიაშვილი ფრანკფურტის ალტე ოპერის სცენაზე დაუკრავს

108

13 ოქტომბერს, ბრწყინვალე ქართველი მევიოლინე, ლიზა ბათიაშვილი ფრანკფურტის ალტე ოპერის დიდ სცენაზე პირველად შეასრულებს გია ყანჩელის შედევრს STYX, ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სრულ შემადგენლობასთან ერთად.

მონაწილეობენ: გორის ქალთა კამერული გუნდი (ხელმძღვანელი – თეონა ცირამუა)

სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდი ( ხელმძღვანელი – სვიმონ ჯანგულაშვილი)

ჰამბურგის Elbphilharmonie-ში 2 აპრილს გამართული წარმატებული პრემიერის შემდეგ, ამჯერად ალტე ოპერა უმასპინძლებს ნიკოლოზ რაჭველის „ვერცხლისფერ მზეს“.

შესრულდება ბიძინა კვერნაძის შედევრი ცეკვა-ფანტაზია, ალექსი მაჭავარიანის – სიუიტა ბალეტიდან „ოტელო“, ზვიად ბოლქვაძის – „ათოვლილი სავანე“ და „ზმანება“, იოსებ კეჭაყმაძის – „მამაო ჩვენო“ და „ლაშარის გზაზე“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები