LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

13 სულისშემძვრელი ფილმი „ტრაიბეკის“ კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამიდან

კამერონ პოსტის არასწორი აღზრდა / The Miseducation of Cameron Post

ემილი დენფორტის პოპულარული რომანის ეკრანიზაცია „სანდენსის“ კინოფესტივალის პრიზიორია და ამჯერად „ტრაიბეკის“ კინოფესტივალზე გამარჯვებისთვის იბრძვის. ფილმი 1993 წელს მომხდარ ამბავს გვიყვება, როცა სკოლის მოსწავლეს თანაკლასელ გოგონასთან კოცნის დროს შეუსწრებენ. ოჯახი მას სპეციალურ სასწავლებელში აგზავნის, სადაც მას კარგი მანერები უნდა ასწავლონ, თუმცა მეამბოხე გოგონა ცხოვრების წესის შეცვლას არ აპირებს. ფილმის რეჟისორი დეზირე აკჰავანია და მასში მთავარ როლს ქლოა მორეცი ასრულებს.

მეპლტორპი / Mapplethorpe

მომღერალ პატი სმიტის უახლოესი მეგობრისა და 70-იანი წლების ფოტოგრაფის შესახებ გადაღებული ბიოპიკი. რობერტ მეპლტორპმა უდიდესი გავლენა მოახდინა არტ-სცენაზე. ფილმის საკმაოდ მძიმე და ემოციურია, ის ფოტოგრაფის ცხოვრების ყველაზე საინტერესო მომენტებს აღწერს. მელტორპი 42 წლის ასაკში აივ-ინფექციით გარდაიცვალა.

თოლია / The Seagull

კლასიკური რუსული პიესის ჰოლივუდური ეკრანიზაცია, სადაც მთავარ როლებს სირშა რონანი, ანეტ ბენინგი და ელიზაბეტ მოსი ასრულებენ. ფილმის რეჟისორი მაიკლ მაიერია, ხოლო ადაპტირებული სცენარის ავტორი სტივენ კარამია. ორივე ხელოვანს უკვე აქვს Tony Award-ის პრესტიჟული ჯილდო.

ტული / Tully

ფილმი, სადაც შარლიზ ტერონს განსხვავებულ ამპლუაში ვიხილავთ. სპეციალურად სასოწარკვეთილი ქალის როლისთვის მსახიობმა 23 კილო მოიმატა. ახალ ფილმში ის დეპრესიული მარტოხელა დედის როლს განასახიერებს, რომელსაც ახალგაზრდა დამხმარე ქალი ცხოვრების შეცვლაში დაეხმარება.

ზოე / Zoe

მეცნიერები ცდილობენ შექმნან რომანტიკული ურთიერთობების იდეალური ფორმულა და ქმნიან ანდროიდებს, რომლებიც პარტნიორებს არასოდეს მიატოვებენ. პროექტზე ორი მეცნიერი მუშაობს და რაც რთულდება პროექტი, მით უფრო გაუსაძლისი ხდება ორი ადამიანის ურთიერთობა. ფილმში მთავარ როლებს ლეა სეიდუ და ევან მაქგრეგორი ასრულებენ.

სპილო და პეპელა  /  The Elephant and the Butterfly

კინოფესტივალის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური ფილმი მამა -შვილის ურთიერთობაზ ეგვიყვება. ფილმის მთავარი გმირი ახალგაზრდა ქალი კამილაა, რომლის ცხოვრებაშიც მოულოდნელად ჩნდება ყოფილი ბოიფრენდი, რომელიც ამავე დროს მისი 5 წლის ქალიშვილის მამაა. ახალგაზრდა ქალს საქმეების გამო  დროებით შვილის მამასთან დატოვება უწევს, რაც მამა-შვილის ურთიერთობას სამუდამოდ ცვლის.

პატარა ტყეები / Little Woods

ორი დის ისტორია, რომლებიც ცხოვრებისეული სირთულეების გადალახვას ცდილობენ. 21 წლის ოლის ისტორია, რომელიც მედიკამენტების კონტრაბანდითაა დაკავებული, რათა გაჭირვებულ ხალხს დაეხმაროს. დედის გარდაცვალების შემდეგ მას ვალების გასტუმრებაში ორსული და ეხმარება. ნია დაკოსტის სადებიუტო ნამუშევარში მთავარ როლებს ტესმა ტომპსონი და ლილი ჯეიმსი ასრულებენ.

ნიკო, 1988 / Nico, 1988

ენდი უორჰოლის მუზა ულამაზესი მომღერალი და მსახიობია, რომელიც ჯგუფ The Velvet Underground-ის ვოკალისტი ხდება. ფილმი მუსიკოსის ცხოვრების ბოლო წლებზე გვიყვება და მასში მთავარ როლს დანიელი მსახიობი ტრინე დიურჰოლმი ასრულებს. წლების შემდეგ ნარკოტიკებზე დამოკიდებულ 50 წლის არტის პროდიუსერი აიძულებს მუსიკალურ ტურნეში გამგზავროს და ცხოვრება თავიდან დაიწყოს. ამავე დროს მთავარ გმირს საკუთარ შვილთან რთული ურთიერთობის დალაგება მოუწევს.

ამერიკიული მემი / The American Meme

ბერტა მაკურსას დოკუმენტური ფილმი ცნობილი ადამიანების ცხოვრების რთულ გზაზე. ფილმი პერის ჰილტონის, ემილი რატაჟოვსკისა და ჰეილი ბოლდუინი სოციალურ ქსელზე დამოკიდებულების ამბავს გვიყვება.

ტვირთი/ Cargo

ფილმის მათავარ გმირს პატარა შვილთან ერთად პოსტაპოკალიფსურ პერიოდში ცხოვრების ახლიდან დაწყება უწევს. მას თავს ეხსმიან ზომბები და მხოლოდ 48 საათი რჩება , რათა საკუთარი შვილისთვის ახალი მშობლები მოძებნოს. ძიების პროცესში ის უძველეს ტომს აღმოაჩენს, რომელმაც ის შესაძლოა, უმძიმესი სენისგან იხსნას. ფილმში მთავარ როლს მარტინ ფრიმენი ასრულებს.

მოუნანიებლობა / Disobedience

ფილმის მთავარ გმირს საკუთარ ოჯახთან კავშირის გაწყვეტა უწევს იმის გამო, რომ  მას უახლოესი დაქალი უყვარდება. წლების შემდეგ რონი და ესტი კვლავ ხვდებიან ერთმანეთს. ესტი უკვე დაქორწინებულია და საკუთარი ოჯახი აქვს. მიუხედავად ამისა, გოგონებს შორის კვლავ ძველი გრძნობები იღვიძებს. ფილმში მთავარ როლებს რეიჩელ ვაისი და რეიჩელ მაქადამსი ასრულებენ.

წვეულება ახლა იწყება / The Party’s Just Beginning

ფილმს კრიტიკოსებმა უმაღლესი შეფასება მისცეს. კინოსურათის რეჟისორი კარენ გილანია, რომელიც ფილმში მთავარ როლს ასრულებს. ფილმი ახალგაზრდა ქალის ამბავს გვიყვება, რომელიც უახლოესი მეგობრის სიკვდილს განიცდის და ყოველ ღამე კლუბში ახალ თავგადასავალს ეძებს.

რუიტი საკამოტო: კოდა

გენიალურ კომპოზიტორად შეფასებულ რუიტი საკამოტოს 2014 წელს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შემდეგ ის ბოლო ალბომზე მუშაობას იწყებს, რომელიც მის შემოქმედებაში საუკეთესო უნდა გახდეს. სტეფან შიბელმა ამ კადრების დოკუმენტურ ფილმად ქცევა მოახერხა და მოგვიყვა, როგორ ემშვიდობება ლეგენდა მუსიკალურ სამყაროს.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები