LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

13 თებერვალი რადიოს საერთაშორისო დღეა

343

დღეს მსოფლიოში “რადიოს საერთაშორისო დღეს” აღნიშნავენ, რომელიც 2011 წელს იუნესკომ დააფუძნა. “რადიოს დღე” კი პირველად 2012 წლის 13 თებერვალს აღნიშნეს.

რადიოს მსოფლიო დღის დაწესება ესპანეთის შეთავაზება იყო, რომელიც იუნესკოს 36-ე გენერალურ კონფერენციაზე დამტკიცდა. რადიოს მსოფლიო დღის აღნიშნვა 13 თებერვალს გადაწყდა, რადგან 1946 წლის ამ დღეს შეიქმნა გაეროს რადიო.

ამ დღის აღნიშვნის მიზანია რადიოსთვის, როგორც კომუნიკაციის საშუალებისთვის, პატივის მიგება. აგრეთვე, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით, მედიასაშუალებებისთვის და ადგილობრივი რადიოსადგურებისთვის ხელის შეწყობა.

იუნესკო მიიჩნევს, რომ ციფრული ტექნოლოგიების საუკუნეში რადიო მსოფლიოს ფართო აუდიტორიისთვის რჩება კომუნიკაციის და ინფორმაციის მიღების ყველაზე ეფექტურ საშუალებად. თუმცა, მიხედავად ტექნოლოგიური განვითარებისა, რადიოზე ჯერ კიდევ  მილიარდამდე ადამიანს არ მიუწვდება ხელი.

მსოფლიოში პირველად რეგულარული რადიომაუწყებლობა ამერიკის შეერთებულ შტატებში, პიტსბურგში 1921 წლის ნოემბერში დაიწყო. საქართველოში კი – 1925 წლის 23 მაიისს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები