LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

13 წლის ბიჭი, რომელზეც იძალადეს, კვლავ საავადმყოფოშია

68

13 წლის მოზარდი, რომელიც ლიფტში თავდასხმის შედეგად დაშავდა, ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. მედიკოსები არასრულწოვნის მდგომარეობას სტაბილურად აფასებენ.

მოზარდს თვალზე ქირურგიული ჩარევა აღარ დასჭირდა, თუმცა დაშავებულს ტვინის შერყევა, მხედველობის პრობლემა და სისხლჩაქცევები აღენიშნება.

13 წლის ბიჭი გვიან ღამით ოფთალმოლოგმაც მოინახულა. სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს 22 წლის აზერბაიჯანის მოქალაქე, რომელმაც მოზარდზე ლიფტში იძალადა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები