LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

13 წლის გოგონას გამაოგნებელი ნამღერი ტალანტების შოუში (ვიდეო)

66

13 წლის ქორთნი ხედვინმა ამერიკული ტალანტების შოუს ისტორიაში შეუძლებელი შეძლო. მისმა ვოკალურმა მონაცემებმა ჟიურის ყველა წევრი გაოგნეული დატოვა. 13 წლის მოზარდი სცენაზე გამოსვლისას ძალიან ნერვიულობდა, რაც ჟიურის წევრებმაც შეიტყვეს. გოგონამ მოულოდნელად ოტის რედინგის ცნობილი ჰიტის Hard-ის შესრულება დაიწყო და პროფესიონალური შესრულების ნამდვილი მასტერკლასი აჩვენა.

13 წლის ქორთნი ხედვინის ნამღერს დაბრაზი გაოგნებული უსმენდა, ისევე როგორც ჟიურის წევრები, რომლებმაც პრაქტიკულად მეტყველების უნარიც დაკარგეს. ჟიურის წევრმა, ჰოუი მანდელმა ინიციატივა საკუთარ თავზე აიღო და ოქროს ღილაკი აანთო, რაც იმას ნიშნავს, რომ გოგონა ფინალში გადავიდა.

საინტერესოა, რომ ქორთნის მშობლების განცხადებით, მას ბრიტანულ შოუში მონაწილეობის მიღება სურდათ, თუმცა იქ გოგონას უარი განუცხადეს. „ვარსკვლავის დაბადება“, – ასე უწოდა ყველა წამყვანმა გამოცემამ ახალბედა მომღერლის გამოჩენას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები