LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

13 წლის გოგონას მობილურმა ტელეფონმა მეორე ხარისხის დამწვრობა მიაღებინა

255

13 წლის გოგონამ მობილური ტელეფონით ელექტროდარტყმა მიიღო, ინფორმაციას The Independent ავრცელებს.

ილინოისის მაცხოვრებელი ჯეკი ფედრო ამბობს, რომ მისი გოგონა გები საკუთარ ოთახში ისვენებდა და მობილური ტელეფონით T-Mobile LG d500-ით თამაშობდა, როდესაც მან მეორე ხარისხის დამწვრობა მიიღო.

„ბავშვმა ყვირილით ჩამოირბინა მეორედან პირველ სართულზე, ხელი კისერზე ედო და ისტერიკულად ყვიროდა. დაახლოებით 5 წუთის შემდეგ შეძლო დამშვიდება და მოყოლა, რა დაემართა. მას კისერზე მეორე ხარისხის დამწვრობა და ნაწიბური აქვს,“ – ამბობს ჯეკი ფედრო.

ოჯახი ფიქრობს, რომ გოგონამ ელექტროდარტყმა მიიღო ტელეფონიდან, რომელიც დამტენზე იყო შეერთებული. გოგონას ყელზე მეტალის ყელსაბამი ეკეთა, რომელმაც ელექტროენერგია გაატარა და გებიმ დამწვრობა მიიღო.

ჯეკი ფედროს თქმით, T-Mobile-მა გოგონას ახალი ტელეფონი გამოუგზავნა და მკურნალობისთვის საჭირო ხარჯები გაიღო, თუმცა LG-ს მომხდართან დაკავშირებით რეაგირება არ ჰქონია.

Capture

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები