LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

13 წლის მოზარდთან, რომელსაც ლიფტში თავს დაესხნენ, ფსიქოლოგი მუშაობს

98

13 წლის მოზარდი, რომელსაც ლიფტში თავს თაესხნენ, მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში აგრძელებს მკურნალობას.

როგორც იაშვილის კლინიკაში “ფორტუნას” განუცხადეს, ბავშვი საავადმყოფოში ტვინის შერყევის დიაგნოზით, ნევროლოგიურ დეპარტამენტში წევს.

“მოზარდი ნევროლოგიურ დეპარტამენტში გადის მკურნალობას. ბავშვს ტვინის შერყევა და მრავლობითი სისხლჩაქცევა თავის, სახისა და კისრის არეში აქვს.
შემოყვანისას, გაირკვა რომ ცალ თვალში 100%-იანი მხედველობა არ იყო, თუმცა მხედველობის დაკარგვის საფრთხე არ არის.

ბავშვთან მუშაობს ფსიქოლოგიც”, – განაცხადა ფორტუნასთან თამუნა ჩეჩელაშვილმა.

შეგახსენებთ, 13 წლის მოზარდს ვაჟა – ფშაველას გამზირზე ერთ-ერთი კორპუსის ლიფტში თავს აზერბაიჯანის მოქალაქე დაესხა.

22 წლის მოძალადემ ლიფტი გააჩერა და ბავშვს ფიზიკურად გაუსწორდა. ბიჭის დაზიანებებს ექსპერტიზა გამოიკვლევს. რა მოტივით დაესხა აზერბაიჯანის მოქალაქე მოზარდს თავს ჯერ-ჯერობით უცნობია.
ადგილობრივებმა ბიჭის ყვირილი გაიგეს. მოზარდი შველას ითხოვდა. კორპუსის მცხოვრებლებმა ბავშვი გამოიყვანეს, თუმცა მოზარდი უკვე სასტიკად ნაცემი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები