LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

14 წლის გოგონა სანადირო თოფით მძიმედ დაჭრეს

36

კახეთში 14 წლის გოგონა დაჭრეს. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. დაჭრილს ახმეტის რეფერალურ საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა.

როგორც საავადმყოფოში განმარტავენ 14 წლის გოგოს რამდენიმე ორგანო მძიმედ აქვს დაზიანებული. საუბრის დროს ექიმები აცხადებენ, რომ შესაძლოა სხეულიდან რამდენიმე ორგანოს ამოკვეთაც გახდეს საჭირო.

შემთხვევა სოფელ მატანში მოხდა თუმცა ფაქტს თვითმხილველი არ ჰყავს. სოფლის რწმუნებული აცხადებს, რომ ახალგაზრდა ბიჭს თოფი გაუვარდა და დაჭრილის დახმარებას თავად ცდილობდა.

შს-სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო დაკავებულია ეჭვმიტანილიც, რომელიც 22 წლისაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები