LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“15 ბავშვიდან მკვლელს არც ერთი რომ არ ამხელს, ტრაგედია არ არის?!”

110

“15 მოწმე ბავშვიდან არც ერთი მკვლელს რომ არ ამხელს, ეს ტრაგედია არ არის?!”,  – ამ ფრაზით “ქართული ოცნების“ დეპუტატი ნინო წილოსანი Facebook-ზე, ხორავას ქუჩაზე, მოზარდებს შორის სისხლიან დაპირისპირებას ეხმაურება.

წილოსანი მიიჩნევს, რომ პრობლემა მენტალიტეტშია.

“საკუთარი ბავშვების მენტალიტეტს მიხედეთ, სანამ სხვისი ჭკუის სწავლებას და ვიშვიშს დაიწყებთ… პრობლემა იმაში კი არ არის, ვისი შვილია (დამნაშავე), იმაშია, მთელი დღე რომ ეძებს და არკვევს პოლიცია დამნაშავეებს და ამდენი მხილველი დუმს“.

დეპუტატი პოსტის კომენტარებში, აღნიშნავს, რომ ბავშვები, რომლებიც მკვლელს არ არსახელებენ “ჩაშვება ცუდია მენტალიტეტს აწვებიან”.

“ბავშვები იმის მაგივრად დაწყობილები მიდიოდნენ და თავიანი მეგობრის მკვლელის დაჭერაში ეხმარებოდნენ პოლიციას , კარგ ტიპებს თამაშობენ და ჩაშვება ცუდია მენტალიტეტს აწვებიან”, – აღნიშნავს წილოსანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები