LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

15 ფილმი მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ ყველაფერი ნახა

“2+1″(Demain tout commence) – ჰიუგო ჟელენის კომედია ახალგაზრდა მექალთანეს ისტორიაა, რომელიც შემთხვევითი რომანის შემდეგ, მოულოდნელად ხდება მამა. მართალია, გამოუცდელ სემიუელს ახალშობილი მხოლოდ პრობლემები უქმნის, თუმცა სინამდვილეში მხოლოდ ბედნიერება მოაქვს მის ცხოვრებაში.

“ზოოპარკის ზედამხედველის ცოლი” (The Zookeeper’s Wife) – დაიან აკერმანის რომანის მიხედვით შექმნილი ისტორიული დრამა მეორე მსოფლიო ომსა და იმ თავდადებულ წყვილზეა, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად ცხოველებთან ერთად, ადამიანების გადარჩენაც გადაწყვიტეს.

“მონსტრის ხმა” (A Monster Calls) – თავისი ფანტასტიკური ფილმი ხუან ანტონიო ბაიონამ პატარა ბიჭუნაზე შექმნა, რომელიც დედის ავადმყოფობის, მამის გულგრილობისა და თანატოლების მუდმივი დაცინვის შემდეგ, იძულებულია მარტო ებრძოლოს მთელ სამყაროს, თუმცა  მოულოდნელად გამოჩენილი გოლიათი, პატარა კონორს სირთულეების დაძლევაში ეხმარება.

“სიყვარულის ილუზია” (Mal de pierres)  – ახალგაზრდა გაბრიელას ისტორია, რომელიც იძულებით გათხოვების შემდეგ, შემთხვევით გაცნობილ ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად გეგმავს ყოველდღიური რეალობიდან სიყვარულის ილუზორულ სამყაროში გაქცევას, განსაკუთრებით შეყვარებულ წყვილებს მოეწონებათ.

“პატერსონი” (Paterson) – ჯიმ ჯარმუშის სენტიმენტალური დრამა  ახალგაზრდა პოეტზეა,  რომელიც ყოველდღიურ ერთფეროვნებაშიც ახერხებს შთაგონების პოვნას, ულამაზეს ლექსებს საიდუმლო უბის წიგნაკში იწერს და არც ფიქრობს სახელი მოხვეჭას. თუმცა, მოულოდნელად განვითრებული მოვლენები მთელ მის ცხოვრებას თავდაყირა აყენებს.

“საიდუმლო ხელნაწერი” (The Secret Scripture) – ირლანდიელი რეჟისორის ჯიმ შერიდანის დრამა ფსიქიატრიულ კლინიკაში გამომწყვდეული ქალის ამბავია, რომლის სიყვარულის ისტორიას და კლინიკაში დატყვევების რეალურ მიზეზებს, საკმაოდ გვიან და სრულიად შემთხვევით გებულობს კლინიკის მთავარი ექიმი.

 

“ოქრო” (Gold) – ორი უიღბლოს თავგადასავალი, რომლებიც სოლიდური ქონების დაკარგვის შემდეგ, საკუთარი თავით და ცხოვრებით გულდაწყვეტილები, შორეულ ჯუნგლებში მიემგზავრებიან ოქროს საძიებლად, ერთდროულად დამაფიქრებელიცაა და სახალისოც.

“ძაღლური ცხოვრება” (A Dog’s Purpose) – მხიარული და ცოტა ნაღვლიანი ისტორია ადამიანის ერთგულ ოთხფეხა მეგობარზე – ძაღლზე, რომლისთვისაც პატრონი ყველაფერზე ძვირფასია.

“ნიჭით დაჯილდოვებული”  (Gifted) – თაობებს შორის გაუცხოების პრობლემა ამჯერად მათემატიკური ნიჭით დაჯილდოვებულ პატარ გოგონას ისტორიის ფონზე იძენს აქტუალურობას. ოჯახის წევრები განსხვავებულად ხედავენ პატარ მერის მომავალს და ისე წყვეტენ მის ბედს, არც ინტერესდებიან რა სურს თავად მას.

“ყვლაფერში ენოტია დამნაშავე” (Wakefield) – პატარა ცხოველს დადევნებული ჰოვარდი შემთხვევით ხვდება საკუთარი სახლის სხვენზე, წარმატებული კარიერის და მოსიყვარულე ოჯახის მიუხედავად, აბსოლუტურად განსხვავებულად აფასებს საკუთარ ცხოვრებას და სამუდამოდ სხვენზე აპირებს დარჩენას.

“იდეალური უცნობები” (Perfetti sconosciuti) – ვახშამზე შეკრებული წყვილების  ხუმრობით დაწყებული თამაში მალე ნამდვილ კოშმარს ემსგავსება. როგორც აღმოჩნდა, უახლოესი მეგობრები არა მხოლოდ ერთმანეთს, არამედ მეუღლეებსაც ატყუებენ, ყველაფერში კი, მობილური ტელეფონია დამნაშავე, რომელიც თითოეულის საიდუმლო ცხოვრებას ინახავს.

“მთელი ეს სამყარო” (Everything, Everything) – რომანტიკული ფილმი მათთვის, ვისაც სიყვარულის და საოცრების სჯერა. ახალგაზრდა დასნეულებულ გოგონა ვერ ახერხებს სახლიდან გამოსვლას და ერთფეროვან ცხოვრებას მხოლოდ წიგნებითა და ნახატებით ავსებს. თუმცა, ახლადგაცნობილი მეზობელი, რომელიც თავდავიწყებით უყვარდება, აბსოლუტურად ცვლის მის სამყაროს.

“დევიდ ლინჩი: ცხოვრება ხელოვნებაში” (David Lynch: The Art Life) – მსოფლიო კინოს უნიჭიერესი რეჟისორი ერთგვარი მონოლოგით, გულახდილად უყვება მაყურებელს საკუთარი სამყაროზე.

“საბედისწერო ცდუნება” (The Beguiled) – სოფია კოპოლას დრამა რეალურ სამყაროს მოწყვეტილი კერძო პანსიონის ბინადარ ახალგაზრდა ქალბატონებზეა, რომელთა სიმშვიდეს სამოქალაქო ომში დაჭრილი ჯარისკაცი არღვევს.

 „არსიყვარული“ (Нелюбовь) – ოჯახურ კონფლიქტსა და ერთმანეთთან კამათს გადაყოლილი ცოლ-ქმარი, მხოლოდ განქორწინებაზე, დამოუკიდებელ ცხოვრებაზე ფიქრობს და საერთოდ არ ახსოვთ 12 წლის ბიჭუნა, რომელიც ზედმეტად გრძნობს თავს მშობლების გვერდით.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები