LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

15 საოცარი ადგილი მსოფლიოში, სადაც სრულ განტვირთვას შეძლებთ

560

თანამედროვე ცხოვრების ტემპის გამო, ყველას გვჭირდება მოდუნება და დასვენება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ძვირიან კურორტი, მდიდრულ სასტუმროში უნდა დაისვენოთ.

CNN-მა შეადგინა იმ ადგილების სია, სადაც ყველაზე კარგად შეიძლება დასვენება და განტვირთვა.

 

ინგლისი, აღმოსავლეთ სასექსის საგრაფოს სანაპირო, 7 დის კლდე

მოძრავი მთები, რომელიც გარს აკრავს ზღვას და საოცარი ბუნება – ეს ადგილი აღმოსავლეთ სასექსს, სიფორდსა და ისტბურნს შორის მდებარეობს.

გაზაფხულზე ლურჯი ზღვა, ცარცისფერი კლდეები და მწვანე გარემო, სადაც მუდმივად ჩიტების ჭიკჭიკი ისმის, შესანიშნავი ადგილია დასვენებისა და განტვირთვისთვის.

 

ბალი, უგუდი, იოგა ბანი

იოგის მოყვარულების სამოთხე – ბალის საოცარი ბუნება, მწვანე მდელოები, კლდეები, სალოცავები და საოცარი სიმშვიდე. ეს ადგილი ქუთასა და სემიაკის სანაპიროებს შორის მდებარეობს.

ამ ადგილზე შეგიძლით თან დაისვენოთ და თან პროფესიონალების მიერ წარმართულ იოგას კლასებს შეუერთდეთ.

მაროკო, სადი ჩეჰმარუჩი

სოფელ იმლილიდან ბილიკი ტაიკლის მთის ფერდობზე ადის, სწორედ ამ გზაზე მდებარეობს ეს შესანიშნავი ადგილი.

ბერბერების დასახლებაში, მთელი მაროკო დადის სალოცავად, სამკურნალოდ და ა.შ.

სოფელი ჩანჩქერების “ალყაში” მდებარეობს. ასე რომ ამ კლდიან ადგილას, გრილი დასვენებაც შესაძლებელია. ასევე თავგადასავლების მოყვარულმა შესაძლოა ლაშქრობაც დაგეგმონ.

 

აის ჯინგუ, იაპონია

ამ ადგილს იაპონიის სულსაც ეძახიან. იეს ჯინუ, მზის ქალღმერთის ამატერასუსადმი მიძღვნილი სალოცავების შინტოების სახლია.

დიდი პოპულარობის მიუხედავად, ეს წმინდა ადგილი, მშვიდ დასასვენებელ ადგილად რჩება.

ნაკლებად მცხუნვარე მზის სხივები, სუფთა ჰაერი, შინტოებში შესრულებული წმინდა რიტუალები, ნამდვილად სხვა სამყაროში გაგრძნობინებთ თავს. თუნდაც ერთი გასეირნება ამ სოფელში, დამსვენებელს თავს განტვირთულად და უფრო კონცენტრირებულად აგრძნობინებს.

კენია, სარუნი სუმბუ საფარის ბანაკი

ბანაკიდან ჩრდილოეთ კენიის თვალწარმტაც ხედები იშლება. უდაბნო კენიაში გასაკვირი არ არის, მაგრამ ეს ბანაკი სულ სხვა მხარეს დაგანახებთ.

ველურ ბუნებაში კომფორტული ინფრასტრუქტურაა მოწყობილი. კლდის თავზე განთავსებული ბანაკიდან თავისუფლად შეიძლება ძალიან ახლოდან ადევნოთ თვალი ულამაზეს სპილოებსა და ჟირაფებს, თან ვილებში განთავსებული საოცარი აუზებით ისარგებლოთ.


ვანკუვერი, სტენლის პარკი

ეს პარკი 4 მილიონ კვადრატულ მეტრს მოიცავს და უფრო დიდია ვიდრე ნიუ იორკის ცენტრალური პარკი. მსოფლიოში ძალიან ცოტა შეიძლება შეედაროს მას როგორც სიდიდით, ისე სილამაზით.

ზღვის გასწვრი მოწყობილი ველოსიპედის ბილიკებითა და საოცარი სიმწვანით, ეს ადგილი კანადის საუკეთესო მხარეა. გარდა ამისა, პარკიდან მთების საოცარი ხედები იშლება.

მეინი, კეპ-ელისაბედი

მეინის შტატი აშშ-ში ატლანტის ოკეანის სანაპიროზე მდებარეობს. კეპ – ელისაბედის სანაპირო. მსუბუქი ნიავით, კლდოვანი გარემოთი და ქვიშიანი სანაპიროთი, ზაფხულში, სრული განტვირთვის ადგილია.

კლდეზე განთავსებული ბარებსა და სასტუმროებში, შესაძლებელია შესანიშნავი ხედების ფონზე საოცარი ლობსტერებისა და ლუდის დაგემოვნება.

არგენტინა, მენდოსა

ძნელად წარმოსადგენია ბუნებაში უფრო სრულყოფილი ადგილი, ვენახებით გარშემორტყმული ქალაქი მენდოზაა. აქ ვიზიტისთვის იდეალური დრო აპრილია. ცივი ჰაერი ამ დიდებულ ადგილს უფრო მიმზიდველს ხდის.

კოსტა რიკა, ნაიარას წყაროები

ეს წყაროები ვულკანოს ნაციონალურ პარკში მდებარეობს.

როცა საქმე ეხება დასვენებას, ხანდახან კომფორტი და მდიდრული გარემოც აუცილებელია. მხოლოდ უფროსებისთვის განკუთვნილი მდიდრული კურორტი შედგება კერძო ვილებისგან, რომლებიც აყვავებულ გარემოს გადაჰყურებს.

თითოეულ სახლს აქვს საკუთარი აუზი, წხელი და ცივი წყლებით და მინიბარით. ვილები ბუშტებივით არის, კარგადაა შემოსაზღვრული და დაფარული სხვებისგან.

საფრანგეთი, პროვანსი

ვიწრო ქუჩები, ვენახები და ულამაზესი ხედებით ალპებზე – პროვანსი შესანიშნავი ადგილია, ყოველდღიური ქაოსისგან თავის დასაღწევად.

სამხრეთ-აღმოსავლეთი საფრანგეთის ეს ნაწილი, რომელიც ხმელთაშუა ზღვას ესაზღვრება ერთდროულად დამამშვიდებელიცაა და ლამაზიც.

ფინეთი, ნელიმი,  Hotel Wilderness

პატარა სოფელი ნელიმი, ჩრდილოეთის პოლარული წრიდან 260 კილომეტრში მდებარეობს. აქვეა სასტუმრო Wilderness, რომლის ყველა ოთახში საუნაა განთავსებული. ხელი კი მახლობლად მდებარე ინარის ტბაზე იშლება. შემოდგომაზე ტყე, რომელშიც სასტუმროა განთავსებული, სხვადასხვა ფერად ნათდება, ასე რომ ეს სეზონი ნელიმში სტუმრობისთვის, ყველაზე კარგი დროა.

კამბოჯა, სიმ რიფი

კამბოჯის ამ ქალაქში უამრავი სპაა, სადაც მასაჟები და სამკურნალო პროცედურები შესაძლოა იმაზე უკეთესიც იყოს, ვიდრე პოპულარულ და ცნობილ სასტუმროებში.

აქ შეიძლება ტროპიკულ მზეს მიეფიცხო, ან მშვენიერი ხედებითა და საოცარი სალოცავების მონახულებით შეიქციო თავი.

ვიეტნამი, ჰოი ეი

იუნესკოს ძეგლთა სიაში მყოფი ქალაქი ჰოი ეი, ტურისტების ნამდვილი მექაა. როდესაც მდინარიდან მზის ამოსვლას ხედავ, ძნელია რომელიმე ქალაქში ამაზე უკეთესი სანახაობა წარმოიდგინო.

შვეიცარია, ზერმატი

ზერმატი ცნობილი სამთო-სათხილამურო კურორტია. ამ სპორტის მოყვარულებისთვის, ეს ადგილი კარგად ნაცნობია, თუმცა ცოტამ თუ იცის როგორია ზერმატი ზაფხულში.

სუფთა ჰაერი, ციცაბო მწვერვალები და ულამაზესი ბილიკები, რომლებიც მთებზე აგიყვანთ, ნამდვილად შესანიშნავი ადგილია, ყოველდღიურობისგან თავის დასაღწევად.

ავსტრალია, ბაირონის ყურე, ვატეგოს სანაპირო

მათ შორის რაც ავსტრალიაში უნდა გიყვარდეს ბაირონის ყურის სანაპიროა. ვატეგო და პატარა ვატეგოები გადატვირთული სანაპიროების მშვიდი და ლამაზი ალტერნატივაა. აქ მშვიდად ცურვა და სრულყოფილი თეთრი ქვიშით დატკბობა შეგიძლიათ.

მოაწყეთ პიკნიკი, წაისვით დამცავი ლოსიონი და მიეფიცხეთ მზეს – მხოლოდ ამის გაკეთება კმარა იმისთვის, რომ სრული რელაქსი მიიღოთ.

თარგმნა

თამთა უთურგაშვილმა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები