LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

15 სექტემბრიდან ავტობუსები ჩვეულ რეჟიმში დაიწყებენ მუშაობას

97

„15 სექტემბრიდან ავტობუსები ჩვეულ, არასაზაფხულო რეჟიმში დაიწყებენ მუშაობას,“ – ამის შესახებ თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსმა, მირიან ლებანიძემ, განაცხადა.

მისივე თქმით, ამავე პერიოდში ახალი, ლურჯი ავტობუსების დამატებითი რაოდენობაც გამოვა დედაქალაქში.

„რაც შეეხება ინტერვალსა და გრაფიკს, კომპანიები, რომლებიც მართავენ სამარშრუტო ტაქსებს, განსაზღვრავენ ტრანსპორტის გრაფიკს. მიკროავტობუსების მუშაობა დამოკიდებულია მგზავრთა ნაკადზე. რაც შეეხება ავტობუსების ინტერვალს, ეს მათ მარშრუტზეა დამოკიდებული: ზოგან მარშრუტი შედარებით მცირე ინტერვალისაა, ზოგან – უფრო გრძელი,“ –  განაცხადა ლებანიძემ.

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ლექვინაძის ინფორმაციით,  15 სექტემბრიდან სატრანსპორტო მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში გადაინაცვლებს და თბილისში, ყოველდღიურად, 13 სამარშრუტო ხაზზე, 125 ერთეული ავტობუსი იმოძრავებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები