LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

15 სერიალი, რომელსაც ერთი ამოსუნთქვით ნახავთ

2961

საქმიანი დღის ბოლოს ყველას სურს კარგი დასვენება. ამის საუკეთესო საშუალება კი ის სერიალებია, რომლებიც ზაფხულის ცხელ სეზონზე განსაკუთრებულ განწყობას შექმნით. ეს ის სერიალებია, რომლებიც ახლა მიმდინარებს, ბევრი მათგანის მხოლოდ რამდენიმე სერიაა გამოსული. მათ ვისაც უყვარს დეტექტიური ჟანრის სიუჟეტები, გთავაზობთ 15 სერიალს, რომლებიც იმდენად ჩაგითრევთ, რომ შესაძლოა ისინი ერთი ამოსუნთქვით ნახოთ.

  1. ერთხელ ღამით – The Night Of

ახალგაზრდა ტაქსისტი ნიუ-იორკიდან ღამით მშვენიერ ლამაზმანს ხვდება და გადაწყვეტს მასთან ერთი ღამე გაატაროს. დილით გაღვიძებული ახალგაზრდა მამაკაცი აღმოაჩენს, რომ გოგონა სასტიკი წამებითაა მოკლული. ცხადია პოლიციისთვის ის მთავარი ეჭვმიტანილია. ახლა მისი ამოცანაა დაამტკიცოს, რომ ის უდანაშაულოა.

1

  1. აღლუმის დასასრული – Parade’s End

ფილმის მთავარი გმირი, კრისტოფერ ტიჟენსი ნამდვილი ბრიტანელი არისტოკრატია, რომელიც ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ სიყვარულის გამო შეძლებდა ტრადიციებზე უარის თქმას. ესაა სერიალი ერთგულებაზე, პრინციპებზე, საკუთარი თავის პატივისცემასა და ღირებულებებზე, რომლებიც ყველა სიტუაციაში უნდა შეინარჩუნო.

2

  1. რა იცის ოლივიამ – Olive Kitteridge

13 ერთმანეთთან დაკავშირებული ისტორია, რომლის გმირიც უხეში, მკაცრი და გრძნობებს მოკლებული მასწავლებელია.

3

  1. ცარიელი გვირგვინი – The Hollow Crown

ეს სერიალი სამი მეფის ისტორიას გვიყვება. სერიალის ყურება რეკომენდებულია შექსპირის შემოქმედების ყველა თაყვანისმცემლისთვის.

4

  1. ახალგაზრდა ექიმის ჩანაწერები – A Young Doctor’s Notebook

ექიმი ვლადიმერ ბომგარდი პატარა   სოფელში მიემგზავრება, სადაც ადგილობრიც მაცხოვრებლებს უნდა დაემხაროს. ეს გამოცდა მისთვის არ იქნება მარტივი, რადგან პროფესიული სირთულეების გარდა, მას ადგილობრივების ცრურწმენებთანაც უწევს ბრძოლა.

5

  1. შინაგანი სილამაზე – The Beauty Inside

სერიალის მთავარი გმირის, ალექსას ცხოვრება რადიკალურად განსხვავდება თანატოლების ცხოვრებისგან. ყოველდღე ის სხვადასხვა ადამიანის სხეულში იღვიძებს. მთელი სეზონის მანძილზე ის ამ უცნაური შეგრძნებების შესახებ ყვება.

6

  1. პატარა დორიტი – Little Dorrit

ესაა ემი დორიტის სიყვარულის ისტორია, რომელიც ციხის კედლებში მოევლინა ქვეყნას. სერიალი სიყვარულზე, მეგობრობაზე, მოთმინებაზე, ურთიერთგაგებასა და ადამიანურ გრძნობებზე.

7

  1. 22.63

ინგლისური ენის მასწავლებელს, ჯეკ ეპლინგს ეძლევა უნიკალური შესაძლებლობა შეიხედოს 60-იან წლებში და გამოიძიოს პრეზიდენტ კენედის მკვლელობის საქმე. მასწავლებელი ვერც კი წარმოიდგენს, რომ ყველა ისტორიას აქვს თავისი ბნელი მხარეები. შესაძლოა ის ვერასოდეს დაბრუნდეს წარსულიდან.

8

  1. ჰუდინი – Houdini

ესაა სიღატაკის ზღვარზე მყოფი ბიჭის ისტორია, რომელიც გადაწყვეტს დიდი ილუზიონისტი გახდეს. ამ მიზნის მისაღწევად მას რთული გზის გავლა მოუწევს.

9

  1. ქალაქი – The Town

სერიალის მთსვარი გმირი, მარკ ნიკოლასი მშობლიურ ქალაქში ბრუნდება, რადგან მის ოჯახში ტრაგედია დატრიალდება. მისი მშობლები სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებენ, თუმცა ქალაქში დაბრუნებული მთავარი გმირი ხვდება, რომ ამ ტრაგიკული ამბის უკან სხვა ისტორია იმალება. სერიალი რეკომენდებულია აგატა კრისტის შემოქმედების მოყვარულთათვის.

10

  1. გაქცევის ოსტატი – The Escape Artist

უილ ბერტონი ნიჭიერი ადვოკატია. ის რთული საქმეების გამოძიებაზეა ორიენტირებული. ერთხელაც ის სასტიკი მკვლელობის საქმეს აიღებს და ამით უდიდესი გამოცდის წინაშე აყენებს საკუთარ პროფესიას.

11

  1. მილენიუმი – Millennium

სერიალი გადაღებულია სტიგ ლარსონის ტრილოგიის მიხედვით. ის მოგვითხრობს ჟურნალისტი მამაკაცისა და ახალგაზრდა ჰაკერი გოგონას ურთიერთობაზე. წყვილი წლების წინ საიდუმლო ვითარებაში გაუჩინარებული ქალის ამბავს იძიებს.

12

  1. სილა – The Slap

სერიალის გმირი წვეულებაზე სხვის ბავშვს სილას გააწნავს, ხოლო გათამამებული ბავშვის მშობელი ამის გამო მას სასამართლოში უჩივის.

13

  1. უტოპია – Utopia

უცნაურ გარემოებაში დაკარგული, შიზოფრენიით დაავადებული ადამიანის ნოველა ხუთ უცნობ ადამიანს ჩაუვარდება ხელში. ამბობენ, რომ “უტოპიაში“ ნაწირნასწარმეტყველებია უკანასკნელი საუკუნის ყველაზე საშიში კატასტროფები. ხელნაწერებზე ნადირობას იწყებს საიდუმლო ორგანიზაცია, რომელიც უკან არაფერზე დაიხევს.

14

  1. და აღარავინ დარჩა, And Then There Were None

ამ სერიალში მოვლენები 1939 წელს ვითარდება. 10 ერთმანეთისთვის უცნობი ადამიანი იდუმალ კუნძულზე მიემგზავრება. კუნძულზე ათივეს სასტიკი დანაშაულის ჩადენაში სდებენ ბრალს, ხოლო ერთ-ერთ გმირს საიდუმლოებით მოცულ ვითარებაში კლავენ. დარჩენილი 9 ადამიანი გადაწყვეტს გაარკვიოს, რა ხდება ამ საიდუმლო კუნძულზე.

15

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები