LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

15 წლის მეგან მარკლი ბუკინგემის სასახლესთან

62

გამოცემა „დეილი მეილი“ პრინცი ჰარის რჩეულის, მეგან მარკლის 21 წლის წინანდელ ფოტოს აქვეყნებს, რომელიც მსახიობმა 15 წლის ასაკში ბუკინგემის სასახლის წინ გადაიღო. 1996 წლის  ფოტო, სადაც მარკლი მეგობართან ერთად პოზირებს, საზაფხულო არდადეგების დროსაა გადაღებული. ამ დროს მეგან მარკლი ვერ წარმოიდგენდა, რომ 21 წლის შემდეგ სამეფო ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდებოდა. წყარო, რომელმაც გამოცემას ეს ფოტო მიაწოდა, ამტკიცებს, რომ მეგან მარკლი ყოველთვის ოცნებობდა სამეფო ოჯახთან დაახლოებაზე და ახალ მოვალეობას თავს გადასარევად გაართმევს.

შეგახსენებთ, რომ პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილი მაისში უინძორის სასახლეში გაიმართება. იქამდე კი მეგან მარკლი ბრიტანეთის მოქალაქეობის მიღებას და მონათვლას გეგმავს. ამავე დროს ცნობილია, რომ ის სამეფო ოჯახის წევრის ამპლუაში პირველ ოფიციალურ ვიზიტს შიდსთან ბრძოლის ცენტრში განახორციელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები