LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

15 წლის ვიქტორია ბექჰემი სილამაზის აკდემიაში სწავლის დროს (ფოტო)

102

ვიქტორია ბექჰემის ძველი ფოტოები ამტკიცებს, რომ პოპულარული დიზაინერი ჯერ კიდევ ბავშვობიდან ემზადებოდა მოდის ბიზნესის დასაპყრობად. ინტერნეტში გამოჩნდა ვიქტორია ბექჰემის 15 წლის ასაკში გადაღებული ფოტოები, როცა ცნობილი მომღერალი ლონდონის სილამაზისა  და ესთეტიკის აკადემიაში სწავლობდა.

ფოტოებზე ვიქტორია მართლაც შეუდარებლად გამოიყურება. ამ პერიოდში ის მშობლებთან და და-ძმასთან ერთად ცხოვრობდა და აქტიურად ეუფლებოდა ვიზაჟისტ-კოსმეტოლოგის პროფესიას. ფოტოებზე ის სახის მოვლის პროცედურებსა და ანტიცელულიტოვან მასაჟს აკეთებს და სტუდენტურ ოთახში მასწავლებელს ესაუბრება. ფოტოები ინტერნტეში თავად ვიქტორიამ განათავსა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები