LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

16-22 იანვრის სასიყვარულო ჰოროსკოპი

62

გაიგეთ, რა ელოდება თქვენს ზოდიაქოს ნიშანს სიყვარულში;

ვერძი

იდეოლოგიური კუთხით განსხვავებულობის ნიადაგზე, პარტნიორთან სერიოზული  უთანხმოება მოგივათ, რაც პირდაპირ აისახება სექსუალურ ცხოვრებაზე. მოუსმინეთ თქვენს სხეულს. კვირის ბოლოს  ვითარება დასტაბილურდება.

კურო

ამ კვირაში, ფინანსური ან კონკრეტული ოცნების კუთხით იმედგაცრუება გელოდებათ. ძალიანაც ნუ იდარდებთ, რადგან სიტუაციის გამოსწორება შესაძლებელია. მთავარია სევდას და ჩაკეტილობას მოერიოთ და ეფექტურ ნაბიჯებზე იფიქროთ.

ტყუპები

ამ კვირაში, პროფესიულ საქმიანობაში პარტნიორისგან ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებთ. ამის მიზეზი პარტნიორის ის შიშებია, რომლებსაც თქვენი კარიერისკენ ლტოლვა განაპირობებს. თუ იგი ცდება, აუხსენით მას, რომ მისი შიშები უტრირებულია.

კირჩხიბი

კვირის დასაწყისში სამსახურებრივი გადაღლის ან იმედგაცრუების გამო, პირადი ცხოვრებისთვის ვერ მოიცლით, თუმცა შუა კვირიდან ვითარება უკეთესობისკენ წარიმართება და თუ ურთიერთობა უკვე გაქვთ ვინმესთან, მასთან თავს უკეთ და ჰარმონიულად იგრძნობთ.

ლომი

ამ კვირაში, პარტნიორთან ერთად,  ერთი კონკრეტული პრობლემის მოგვარება მოგიწევთ. ამ პრობლემის გადაჭრას ნუ გააჭიანურებთ, რადგან ადრე თუ გვიან, კითხვებს პასუხი მაინც უნდა გასცეთ.

სასწორი

სექსუალური კუთხით არსებულ პრობლემებზე საუბარი მოგიწევთ, რადგან ეს ფაქტორი პირდაპირ ნეგატიურად აისახება საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაზე. ისაუბრეთ იმაზე თუ რა გაწუხებთ, რაში ხედავთ გამოსავალს.

ქალწული

საოჯახო საკითხებზე დიამეტრალურად საპირისპირო შეხედულებები გაქვთ, რაზეც ამ კვირაში ისევ იკამათებთ. ორივეს სხვადასხვაგვარი ნაბიჯის გადადგმა გსურთ და გგონიათ, რომ მხოლოდ თქვენი აზრია სწორი. კარგად დაფიქრდით იქნებ რომელიმემ დათმოთ.

მორიელი

საკუთარი სექსუალური შესაძლებლობებით ამ კვირაში იმედგაცრუებული დარჩებით. მხოლოდ თქვენ თავში ნუ მოძებნით მიზეზს. შესაძლოა, ამ იმედგაცრუების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორი თქვენი პარტნიორიც იყოს.

მშვილდოსანი

ამ კვირაში, მოტივაციის კუთხით გაქვთ ერთგვარი ჩავარდნა. ოჯახური მცირე თუ მსხვილი პრობლემები ხელს გიშლით პარტნიორზე კონცენტრირდეთ. საბედნიეროდ, იგი ამ სიტუაციას გაიგებს და ახსნა-განმარტებების ჩაბარება არ მოგიწევთ.

თხის რქა

ეს კვირა თქვენთვის არც ისე პოზიტიური იქნება, რადგან ურთიერთობაში კომუნიკაციის პრობლემა გაქვთ. შესაძლოა, იფიქროთ, რომ გბლოკავენ და გაიგნორებენ. თუ თავს ცუდად გრძნობთ, მიდით პარტნიორთან და დაელაპარაკეთ, იქნებ ცდებით.

მერწყული

სამშაბათიდან თქვენს ურთიერთობას სულ სხვა სიცოცხლე და ხიბლი შეემატება. თუ ურთიერთობა ახალი დაწყებული გაქვთ, ორმაგი ენთუზიაზმით აღივსებით. კვირის ბოლოს, მასთან ერთად სასიამოვნო დროს გაატარებთ.

თევზები

თქვენს ურთიერთობაში დროებითი მონოტონურობა დაისადგურებს. ისეთი შეგრძნება გექნებათ, თითქოს ყველანაირი ემოციისგან დაიცალეთ და რაღაც საკითხებში გაურკვევლობა გაწუხებთ. შუა კვირიდან ურთიერთობაში მეტ პოზიტივს ელოდეთ.