LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

16 აგვისტოს განვაცხადებ კონკრეტულ თარიღს – სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას გეგმავს

37

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში დასაბრუნებლად ემზადება. ამის შესახებ მან უკრაინულ ტელეარხ 24-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„მე უკრაინაში დავბრუნდები. ვგეგმავ უკრაინის საზღვრის გადაკვეთას რომელიმე ევროპული ქვეყნის მხრიდან. მუდმივი საცხოვრებელი ადგილი მე სხვაგან არსად მაქვს. ჩემი ყველა ნივთიც კი უკრაინაშია. ჩემი მეგობრების უმეტესობა და პარტია, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ, უკრაინაშია. 16 აგვისტოს განვაცხადებ დაბრუნების კონკრეტულ თარიღს,“ – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა, რომ
პასუხისმგებლობა აიღო, დაიცვას უკრაინელების უფლებები და ამისთვის ყველაფერს გააკეთებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები