LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

16 ათასი კოლოფი Master: უაქციზო სიგარეტის გადაზიდვის გამო, ერთი პირი დააკავეს

136

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, დიდი ოდენობით უაქციზო თამბაქოს ნაწარმის საზღვარზე გადაზიდვის გამო, ერთი პირი დააკავა.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, მისი მართვის ქვეშ მყოფი სამგზავრო ავტობუსით, სპეციალურად მოწყობილი სამალავის გამოყენებით, საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სარფის“ გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად 16 982 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ,,Master’’- ი გადაზიდა.

საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებული საზღვრის კვეთის დროს დააკავა, ხოლო კონტრაბანდული თამბაქო და სატრანსპორტო საშუალება ნივთიერმტკიცებულების სახით ამოიღო.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214 -ე მუხლის მე – 2 ნაწილით და მე – 200 მუხლის მე – 3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 – დან 8 წლამდე ვადით.