LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა

69

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, ტყიბულის შახტში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, 16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.

შესაბამისი განკარგულება მთავრობის მეთაურმა რამდენიმე წუთის წინ გამოსცა.

მათივე ცნობით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვება.

შეგახსენებთ, დღეს, 16 ივლისს, ტყიბულის შახტში მომხდარი აფეთქების შედეგად, 4 მეშახტე გარდაიცვალა, 6 კი დაშავდა. დაშავებულთა ნაწილის მდგომარეობა მძიმეა. 6 მეშახტიდან სამი კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა. ტყიბულის საავადმყოფოში დარჩენილი მეშახტეებიდან ერთის მდგომარეობა განსაკუთრებულად მძიმეა.

შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად, კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები