LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

16 ივლისიდან პაციენტებს ექიმის დანიშნულების გადამოწმება ელექტრონულად შეუძლიათ

70

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 16 ივლისიდან პაციენტებს ექიმის დანიშნულების გადამოწმება ელექტრონულად შეუძლიათ.

საუბარია, ხუთი და მეტი მედიკამენტის გამოწერის შემთხვევაზე. ექიმის დანიშნულებას, ჯანდაცვის მინისტრის მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, სპეციალურად შექმნილი კომისია შეამოწმებს. წელიწადში რამდენჯერმე გამოვლენილი შეუსაბამობის შემთხვევაში კი, სამინისტრო ექიმების პასუხისმგებლობის საკითხზე იმსჯელებს.

უწყება პოლიფარმაციის პრევენციის მექანიზმს ნერგავს, რაც წამლების არამიზნობრივი გამოყენების რისკებს შეამცირებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები