LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

16 წლის გოგონას, რომელიც მე-6 სართულიდან გადმოვარდა, მე-3 უარყოფითი ჯგუფის სისხლი სჭირდება

213

16 წლის გოგონას, რომელიც თემქაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულიდან გადმოვარდა, მე-3 უარყოფითი ჯგუფის სისხლი სჭირდება. ამის შესახებ იგოროყვას სახელობის კლინიკის პრესსამსახურში აცხადებენ. მათივე ინფორმაციით, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ამ დროსთვის, მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს.

„გოგონას მესამე უარყოფითი ჯგუფის სისხლის აქვს, თუმცა დამატებით აღვნიშნავ იმას, რომ ვინაიდან პირველი უარყოფითი ჯგუფის სისხლი არის უნივერსალური, თუ ექნება პირველი უარყოფითი ჯგუფის სისხლი, შეგვიძლია ესეც გამოვიყენოთ. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიამეა და რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი. რა აქვს დაზიანებული დეტალებზე ვერ ვისაუბრებ იმიტომ, რომ მშობლები ამაზე საუბრის კატეგორიული წინააღმდეგი არიან. გოგონა თემქის მეხუთე საავადმყოფოდან გუშინ გადმოიყვანეს ინგოროყვას კლინიკაში. მშობლები მესამე უარყოფითი ჯგუფის სისხლს ითხოვენ, ვინაიდან თუ დასჭირდა ოპერაცია, დასჭირდება ამ კატეგორიის სისხლი. ამიტომ მშობლებს დაუკავშირდით“, – განაცხადა კლინიკის პრესსამსახურის წარმომადგენელმა.

თემქაზე საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულიდან გოგონა გუშინ გადმოვარდა. გოგონა მიღებული ტრავმებით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შსს-ში განაცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები