LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

168 აბი სუბოქსინი – შსს-მ ლანჩხუთში ერთი პირი დააკავა

86

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1974 წელს დაბადებული ა.კ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ლანჩხუთში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 168 აბი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი“ ამოიღეს.

უწყების ცნობით, ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებისას ა.კ. ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნტით).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები